ელექტრო Porsche 718 Boxster-ი პაპარაცებმა ტესტირებისას შენიშნეს
Aa
Aa

ელექტრო Porsche 718 Boxster-ი პაპარაცებმა ტესტირებისას შენიშნეს

Boxster EV Mission R კონცეპტითაა შთაგონებული და 2025 წელს გამოვა.

შემდეგი თაობის Porsche 718 Boxster-ი და Cayman-ი სრულიად ელექტრო იქნება. პაპარაცებმა შავი პროტოტიპი ტესტირებების შენიშნეს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა რბილსახურავიანი Boxster-ის ახალ თაობას თვალი შევავლეთ.

თუ ახლანდელი 718 სერიის გულშემატკივარი ხართ, მაშინ თქვენთვის კარგი ამბავიც გვაქვს. ავტომობილს ისევ შუაძრავიანი პროპორციები ექნება. ის Porsche Mission R კონცეპტისგან სტილს, ვიწრო წინა ნაწილსა და ოთხკუთხა მაშუქებს მიიღებს. ჰორიზონტალურ გისოსებს უკან ჰაერის შემწოვებია დამალული.  

ჩვენთვის კარგად ნაცნობი გვერდითა ჰაერის შემწოვებიც დახურულია, რაც იმაზე მიგვითითებს, რომ ავტომობილი ნამდვილად ელექტროა. გამოსაბოლქვი მილი აშკარად ყალბია.

ეს აშკარად ხისტი, პირველადი პროტოტიპია. Porsche-მ რაღაც დეტალები დაგვიმალა. მაგალითად, მაშუქების გარშემო შეფუთულია. სავარაუდოდ, წარმოების დასრულებამდე ეს და სხვა დაფარული ნაწილები შეიცვლება.

Boxster-ი Premium Platform Electric-ზე იქნება, რომელზეც Audi-მ იმუშავა. ერთი მოტორი ძალას უკანა თვლებზე გაანაწილებს. სავარაუდოდ, Porsche Boxster-ისა და Cayman-ის 2-მოტორიან, ოთხივეწამყვან ვერსიებსაც შემოგვთავაზებს.

რამდენი ცხენის ძალა ექნება 718 Boxster-ს? Mission R კონცეპტს 1 073 ცხენის ძალა აქვს. რა თქმა უნდა, წარმოებულ ავტომობილში იმავე რაოდენობას არ უნდა ველოდოთ, მაგრამ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი თაობის მოდელი საკმაოდ სწრაფი იქნება.

ახალი თაობის Boxster-ისა და Cayman-ის დებიუტი 2023 წელს იგეგმება. მასობრივი წარმოება 2024 წლის ბოლოს დაიწყება.  

მსგავსი სიახლეები