ახალი Toyota Prius-ის დებიუტი 16 ნოემბერს შედგება
რა ვიცით ახალ Prius-ზე?
Toyota-მ დაადასტურა, რომ ახალი თაობის Prius-ის დებიუტი 16 ნოემბერს შედგება.
ახალ სურათში მწარმოებელმა მეტი დეტალი გაგვიმხილა. სურათში მაშუქების აგრესიული სტილი ჩანს. ისინი Crow მოდელისას ჰგავს. კაპოტის დინამიკური ხაზები Toyota-ს ემბლემისკენაა მიმართული.
View this post on Instagram
რა თქმა უნდა, მეხუთე თაობის Prius-ი ჰიბრიდული იქნება. Toyota-მ ამას „ჰიბრიდის ხელახლა დაბადება“ უწოდა. ჰიბრიდულ ტექნოლოგიაში Toyota-ს ინჟინრები ყოველთვის პიონერები იყვნენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ Prius-ი კიდევ უფრო ეკონომიური გახდება. ახალ მოდელს უფრო მეტი უსაფრთხოების სისტემა ექნება.
ავტომობილი E3 პლატფორმაზე იქნება. გარდა სტანდარტული ბენზინისძრავიანი-ელექტრო ვერსიისა, 2025 წელს, სავარაუდოდ, წყალბადზე მომუშავე - ელექტრო ვერსიასაც მივიღებთ.
უფრო მეტი კი ახალი Toyota Prius-ის შესახებ მხოლოდ მისი გამოსვლის შემდეგ გვეცოდინება.