მნიშვნელოვანი ავტომობილები: 1961 წლის Lincoln Continental-ი
1950-იან წლებში Ford-ის Lincoln და Continental დივიზიები, კადილაკთან ერთად, მძიმე რეცესიას განიცდიდნენ. 1960-იანი წლების გარიჟრაჟს კი აღმასრულებელმა დირექტორებმა გადაწყვეტილება მიიღეს: Continental-ის ხაზი წარსულს ჩაბარდებოდა, მაგრამ მისი ერთი მოდელი Lincoln-ის შემადგენლობაში მაინც იწარმოებოდა.
1961 წელს ეს ერთი მოდელი Lincoln Continental-ი იყო. ეს პირველი შემთხვევა გახლდათ 1948 წლის შემდეგ, როდესაც Lincoln-ის მოდელს დივიზიის სახელი ერქვა.
მეოთხე თაობის Continental-ს ბევრი ადამიანი მართავდა. Ford-ს 1950-იან წლებში დაკარგული უამრავი მილიონის კომპენსირება სურდა. Lincoln-ის მოდელების შემადგენლობას არამხოლოდ Cadillac-ისთვის, არამედ Chrysler-ის Imperial-თანაც უნდა გაეწია კონკურენცია. Ford-ი ექსტრავაგანტური, მაგრამ იმ დროისთვის თანამედროვე ვიზუალით გამოირჩეოდა. მანქანის საბოლოო დიზაინი, რომელიც ელვუდ ინგელს ეკუთვნოდა, თავდაპირველად Ford Thunderbird-ისთვის იყო შექმნილი. 1961 წელს კი Continental-ის სახელით ოთხკარიანი კუპეს დებიუტი გაიმართა. ეს გადაწყვეტილება კი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სვლა გამოდგა.
1961 წლის Continental-ი იყო ავტომობილი, რომელიც იმ პერიოდში კლასიკური Lincoln-ის გაგონებაზე ახსენდებოდათ. ინგელმა Lincoln-ის დიზაინერული შტრიხები მთლიანად დაივიწყა და მასში Continental-ის ხაზი გააგრძელა.
მისი კორპუსის გრძელი ფორმები ამერიკული ავტომობილებისთვის დამახასიათებელ სტილს იმეორებს. თუმცა, ასეთი სადა და დიდებული დიზაინი 60-იან წლებში არც ერთ მოდელს ჰქონია. ეს სედანიცაა, კაბრიოლეტით და კუპეც. ამ ავტომობილის შორიდან დანახვისას ვერც კი იფიქრებთ, რომ მას 4 კარი აქვს. სავარძლების უკანა რიგში მოსახვედრად კარი წინა კარი საპირისპირო მხარეს იღება. ასეთი ტიპის კარებს „თვითმკვლელ“ უწოდებენ. Continental-ი იმდენად თანამედროვე და ელეგანტური დიზაინის იყო, რომ ის საპრეზიდენტო გადაადგილებისთვისაც შეიძინეს.
ეს ყველაფერი არ არის. ამ მოდელს კარგი წარმადობაც ჰქონდა. უზარმაზარი კაპოტის ქვეშ 7-ლიტრიანი V8 იყო განთავსებული, რომელიც 300 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.
1961 წლის Continental-მა მდიდრული ავტომობილების ტენდენციებსაც ჩაუყარა საფუძველი. ეს უზარმაზარი „ლინკოლნი“ პირველი ამერიკული ავტომობილი იყო, რომელსაც 2-წლიანი ან 24 000-მილიანი (38 000 კმ) ქარხნული გარანტია ჰქონდა. Continental-ის თითოეულ მოდელს წარმოების შემდგომი ინსპექცია უტარდებოდა და მხოლოდ მას შემდეგ ტოვებდა ქარხანას. საწარმოო ხაზი მიჩიგანში, ვიქსომში გახლდათ.
1961 წლის Continental-ი ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკული საკულტო ავტომობილია. მწარმოებელმა ახლახან უახლესი მოდელიც შექმნა, რომელსაც ასევე „თვითმკვლელი კარები“ აქვს. თუმცა, კლასიკურ Continental-თან ამ თანამედროვე გარდასახვას საერთო არაფერი აქვს. აღსანიშნია, რომ კლასიკური Continental-ი თავის ხიბლსა და მიმზიდველობას არასდროს კარგავს.