Aa
Aa

სკოლის ავტობუსი თოვლში გაიჭედა და მოსწავლეები დახმარებას ცდილობენ

კალამაზუში, მიჩიგანში დიდთოვლობაა და ბავშვები მძღოლის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებენ.

ამერიკის ზოგიერთ შტატში დიდთოვლობაა. ნიუ იორკის დასავლეთ ნაწილში თოვლის სიმაღლემ 1.8 მეტრს გადააჭარბა. დიდთოვლობაა მიჩიგანშიც, მიჩიგანის ტბის სიახლოვეს. უქმეებზე კალამაზუში თოვლის სიმაღლე 61 სანტიმეტრი იყო.

ამ ვიდეოში მხოლოდ თოვლის დასაწყისია გადაღებული. ვიდეოში სკოლის ავტობუსს ვხედავთ, რომელიც თოვლში გზის გაკვლევას ცდილობს.

მძღოლის დასახმარებლად სკოლის მოსწავლეები ყველაფერს აკეთებენ. ისინი წინ და უკან სინქრონულად მოძრაობენ.

გამოიღო მათმა მცდელობამ შედეგი? ეს ვიდეოში აღარ ჩანს, თუმცა, ავტობუსის გადაადგილებაში რაღაც პროგრესი ნამდვილად შეინიშნებოდა. ამ შემთხვევისას, მოსწავლეებმა გართობის გარდა, ფიზიკის კარგი გაკვეთილიც მიიღეს.

მსგავსი სიახლეები