Aa Aa
23 ნოემბერი 2022  |  12:04

Kia-ს ახალი ლოგოთი დაბნეული ადამიანები Google-ში KN-ს ეძებენ

Kia-მ განახლებული ლოგო 2021 წელს წარმოგვიდგინა, მაგრამ, როგორც ჩანს, ახალმა დიზაინმა ბევრი ადამიანი დააბნია.

Twitter-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა შენიშნა, რომ ადამიანები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, Google-ში „KN-ს ავტომობილს“ ეძებენ. ეს ტენდენცია მას შემდეგ გახშირდა. რაც 2021 წლის ზაფხულში Kia-ს ავტომობილები ახალი ლოგოთი გამოვიდა.

Google Trends-ის მონაცემებში ჩანს, რომ ადამიანები შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან და დიდი ბრიტანეთიდან საძიებო სისტემაში წერენ შემდეგ სიტყვებს: KN-ს SUV-ი, KN-ს ავტომობილების ფასი, KN-ს ელექტრო ავტომობილი, რა არის KN და ა.შ.

თვეში საშუალოდ 30 000 ინტერნეტმომხმარებელი ეძებს „KN-ს ავტომობილს“. შედარებისთვის Kia-ს 1.83 მილიონჯერ წერენ. ბრენდის სახელში შეცდომა იმდენად ხშირია, რომ საძიებო სისტემაში „KN c“-ს ჩაწერისას სისტემა ავტომატურად KN Car-სა და KN Car Brand-ს გთავაზობს. 

ერთი მხრივ ეს ყველაფერი ცუდად გამოიყურება, მაგრამ, მეორე მხრივ, როგორც ჩანს, ხალხი Kia-ს ავტომობილებით დაინტერესებულია და ცდილობენ, თუნდაც შეცდომით, მის ავტომობილებს მიაკვლიონ.

გაზიარება: