Instagram-ის მომხმარებელს დადაბლებული Mazda RX-8 დაუწვეს
დადაბლებულ ავტომობილებს ბევრი „მტერი“ ჰყავს.
Instagram გვერდმა Stancypants-მა, ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ძლიერად მოდიფიცირებული, დამწვარი Mazda RX-8 ჩანს. პოსტში წერია, რომ ვიღაცამ ავტომობილი განზრახ ააფეთქა.
„მესმის, რომ ბევრ ადამიანს ვძულვარ მე, სძულს ჩემი ავტომობილი და ის, რასაც ვაკეთებ, მაგრამ არსებობს ხაზი, რომელიც არ უნდა გადაკვეთო. ადამიანების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება, ავტომობილის აფეთქება საცხოვრებელი სახლების გვერდით, არანაირადაა კარგი საქციელი“.
View this post on Instagram
ეს დადაბლებული ავტომობილი მას შემდეგ გახდა ინტერნეტში ცნობილი, რაც ევაკუატორზე ასვლა სცადა. ავტომობილი მიწასთან მაქსიმალურად ახლოსაა. ამ RX8-ს ზოგ გზებზე სიარულიც გაუჭირდებოდა, არათუ ევაკუატორზე ასვლა. რა თქმა უნდა, ასვლის პროცესში ავტომობილი დაზიანდა. ეს ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა და არაერთი უარყოფითი გამოხმაურება მიიღო. ბევრმა ადამიანმა მოდიფიკაციის ეს სტილი გააკრიტიკა.
ეს გვერდის მფლობელ ლუკს კარგად ესმის. ბიოგრაფიაში წერია კიდეც: მე ვაწყობ ავტომობილებს იმისთვის, რომ გული გატკინოთ.
უცნობია რა მოხდა, თუმცა, ავტომობილის წინა ნაწილი ძლიერად დაზიანებულია. მგზავრის მხარეს ჩამტვრეული საქარე მინა, შესაძლოა ხანძრის განზრახ გაჩენაზე მიუთითებდეს.