აუქციონი, Ferrari, Enzo
Aa
Aa

მსოფლიოში ერთადერთი, ქარხნულად შავი Ferrari Enzo იყიდება

2004 წელს, როდესაც Ferrari Enzo-ს გაყიდვები მასობრივად დაიწყო, ამ მოდელისთვის ფერთა არჩევანი შეზღუდული იყო. დღეს ეს რთული წარმოსადგენია. სურათზე ნაჩვენები Enzo კი თავის დროს უსწრებდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ავტომობილი ქარხნულად უპრიალებელ შავ ფერში შეღებეს. 

RM Sotheby-ის აუქციონის მიხედვით, ეს ავტომობილი მისი პირველი მფლობელის გადაწყვეტილებით Nero Opaco-ს ფერში შეიღება. ეს Ferrari-ის პირველი ჰიპერავტომობილი იყო, რომელიც უპრიალებელ ფერში ქარხნულად გამოვიდა. ყველა სხვა დანარჩენი მოდელი კომპანიისთვის დამახასიათებელ ფერებში იღებებოდა. 



ალბათ, ახლა იკითხავთ - „ვინ იყო ასეთი გავლენიანი ადამიანი, რომელმაც კომპანიას თავისი პრინციპებიდან გადაახვევინა?“ ეს ადამიანი ბრუნეის სამეფო ოჯახის წევრი გახლდათ. ამ დიდი ოჯახის წევრებს კი ავტომობილების შეძენისას ექსკლუზიურობა ყველაზე მეტად აინტერესებთ. 

ამ Enzo-ს მიწოდება იტალიურმა სადილერომ ლონდონში განახორციელა. დროდადრო ის ნაიტსბრიჯში ჩნდებოდა. შემდეგ კი აზიის კონტინენტზე გადაიტანეს. 




ახლახან შავი Enzo Carrozzeria Zanasi-ში დაბრუნდა. ეს კომპანია Ferrari-ის ჰიპერავტომობილებს ღებავს. ამჟამინდელმა მფლობელმა აქ ავტომობილი 110 000 ევროდ ხელახლა შეღება, კოსმეტიკური დეტალები გაასწორა და შუშისგან დამზადებული ძრავის ხუფი შეცვალა. 

ისევე, როგორც Ferrari Enzo-ს სხვა მოდელები, ჩვენი დღევანდელი გმირიც 6-ლიტრიანი V12-ით იყო აღჭურვილი, რომელიც 651 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. შეგახსენებთ, რომ ამ ძალოვანი აგრეგატის მაქსიმალური ბრუნი წუთში 8 200-ს აღწევდა. ეს სიმძლავრე უკანა ხიდზე Formula 1-ის ავტომატიზებული მექანიკური კოლოფით ნაწილდებოდა. 


მიუხედავად უნიკალურობისა და საოცრად დაბალი გარბენისა (5 700კმ) შავი ფერის Enzo RM Sotheby-ის აუქციონზე რეზერვის გარეშე გაიყიდება. 

თქვენ რა თანხას დათმობდით ამ ავტომობილის სანაცვლოდ? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში. 

მსგავსი სიახლეები