Ferrari, ფორმულა 1, ბინოტო
Aa
Aa

მატია ბინოტო Ferrari-ს გუნდის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგა

მატია ბინოტო Ferrari-ს გუნდის ხელმძღვანელის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა.

ბინოტო Ferrari-ს 31 დეკემბერს დატოვებს. გუნდი მის შემცვლელს 2023 წლის დასაწყისში დაასახელებს. სავარაუდო შემცვლელად Alfa Romeo-ს გუნდის ხელმძღვანელი ფრედერიკ ვასერი სახელდება.

Ferrari-ს ბოლიდის არასანდოობისა და საკამათო სტრატეგიების გამო დიდი ხანია ხმები დადის, რომ Ferrari მატია ბინოტოს დათხოვნას აპირებდა.

Ferrari-ს მტკიცებით, ხმები იმის თაობაზე, რომ გუნდი ბინოტოს დათხოვნას აპირებდა „საფუძველს მოკლებული“ იყო. თუმცა, სწორედ ამ მტკიცებიდან 2-კვირაში, იტალიურმა საჯინიბომ ბინოტოს წასვლა დაადასტურა.

ამით ბინოტოს Ferrari-სთან 28-წლიანი თანამშრომლობა დასრულდა. 

„სამწუხაროდ, მე გადავწყვიტე, რომ Ferrari-სთან თანამშრომლობა დავასრულო. ვტოვებ კომპანიას, რომელიც მიყვარს და რომლის წევრიც 28 წლის განმავლობაში ვიყავი. ვტოვებ გაერთიანებულ და ზრდად გუნდს, რომელიც უმაღლესი მიზნების მისაღწევად მზადაა. მომავალში ყველაფერ კარგს ვუსურვებ“, - მატია ბინოტო.

 ბინოტოს წასვლას Ferrari-ს აღმასრულებელი დირექტორი ბენედიტო ვინია გამოეხმაურა:

„მინდა მატიას ამ 28 წლის განმავლობაში Ferrari-ს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებით იმისთვის, რომ გასულ წელს გუნდს კონკურენტუნარიანობა დაუბრუნა. ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ ამ გამოწვევას გავუმკლავდეთ და, უპირველეს ყოვლისა ჩვენი შესანიშნავი გულშემატკივრებისთვის, ავტოსპორტის უმაღლესი ჯილდო მოვიგოთ. Ferrari-ს საჯინიბოში მატიას ყველა წარმატებას უსურვებს“.

მსგავსი სიახლეები