Alfa Romeo, სიმულატორი
Aa
Aa

სიმულატორი, რომელიც ნებისმიერ მოყვარულს თამაშს მოანდომებს

თანამედროვე სარბოლო ვიდეოთამაშებს ულტრა-რეალისტური გამოსახულება აქვს. მიუხედავად ამისა, ეს გასართობი საშუალებები ნამდვილი ავტომობილის მართვის სიამოვნებას მაინც ვერ მოგვანიჭებენ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მანქანის სალონის ნაცვლად მისაღებ ან საძინებელ ოთახში ვსხედვართ.

ამ მოცემულობას არ შეეგუა პოლონელი ავტომოყვარული, რომელმაც თავისი ხელით სარბოლო სიმულატორი შექმნა. თავისი პროექტის შესასრულებლად მან Alfa Romeo-ს ნამდვილი ნაწილები გამოიყენა.


ადრიანო, რომელიც რეალურ ცხოვრებაში Alfa Romeo 147-ს ფლობს, ხნის თუ როგორ მოაფიქრდა მას ეს იდეა. მას Alfa Romeo Brera-ს სალონი სულ მოსწონდა. სახლისთვის კი ისეთი სარბოლო სიმულატორის შექმნა სურდა, რომელიც მას სახლის პირობებში სხვადასხვა მანქანის მართვის საშუალებას მისცემდა. პროექტი საკმაოდ მოკრძალებული, Logitech G29-ის საჭით დაიწყო. ყველა სხვა დეტალი კი ნამდვილი ავტომობილიდან იყო გადმოტანილი. 


ადრიანმა დროთა განმავლობაში სიმულატორი დახვეწა და იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რასაც შთამბეჭდავი შეიძლება ვუწოდოთ. კოკპიტი Alfa Romeo 159/Brera-დან არის აღებული, რომელსაც ნამდვილი მაჩვენებელთა დაფა, სავენტილაციო არხები და ცენტრალური კონსოლი აქვს. მაჩვენებლები, აუდიო სისტემა და ღილაკები განათებულია. სატერფულები კი ალუმინის გახლავთ.

ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა და ადრიანმა მძღოლის სრულად ფუნქციონირებადი სავარძელიც შეიძინა. მის მორგებას ნებისმიერი ადამიანი შეძლებს. საჭე Alfa Romeo Giulia-დან არის გადმოტანილი, რაც Alfa-ს სტილზე იდეალურად „მიდის“. ამ ყველაფრის შედეგი ისაა, რომ ეს სარბოლო სიმულატორი ყველა მხრიდან საოცრად გამოიყურება და ის ნებისმიერი ასაკის ავტომოყვარულს მიიზიდავს.


რას დაამატებდით ამ მოწყობას? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები