აუქციონი, ფარდული, Aston Martin, DB4
Aa
Aa

1962 წლის Aston Martin DB4 ფარდულში 30 წელი იმალებოდა

ახლახან აშშ-ში, ერთ-ერთ ფარდულში, 1962 წლის Aston Martin DB4 იპოვეს. რესტავრაციის შემდეგ კი მისი ღირებულება 1 მილიონი დოლარი იქნება.

ეს Aston Martin DB4 ქარხნული ნაწილებით არის აღჭურვილი და ის ფარეხში 30 წლის განმავლობაში იმალებოდა. ისტორია ადრეული წლებიდან იღებს სათავეს. ამ ავტომობილის წინა მფლობელი ვიეტნამიდან 1970-იან წლებში დაბრუნდა. მან ერთ-ერთ პროფილაქტიკაში დაიწყო მუშაობა და თავის ხელმძღვანელს DB4-ის შეკეთებაში ეხმარებოდა. რამდენიმე კვირიანი მუშაობის შემდეგ DB4 შეაკეთეს, ხელმძღვანელმა კი თავის თანამშრომელს ამ მანქანის გასაღები გადასცა. საოცარი ფაქტია, არა?



DB4-ს პრობლემები მალევე შეექმნა, რის გამოც ავტომობილი ფარდულში გააჩერეს. ახალ მფლობელს მისი განახლების გეგმები ჰქონდა, თუმცა სისრულეში მოიყვანა ვერ მოახერხა. შედეგად, მანქანას მზის შუქი 30 წელზე მეტი არ უნახავს.

Aston Martin-ს ჯამში სულ DB4-ის 1 129 ეგზემპლარი აქვს შექმნილი. ეს ნიშნავს, რომ მოდელი ძალზედ იშვიათია. მანქანას ალუმინისგან დამზადებული მსუბუქი კორპუსი აქვს, რომელიც Carrozzeria Touring-მა შექმნა. თავის დროზე ის ლურჯ ფერში იყო შეღებილი. ათწლეულების გასვლა საღებავის ფენას ყველაზე მეტად დაეტყო, თუმცა რესტავრაციის შედეგად მისი აღდგენა მაინც შესაძლებელია.


DB4-ის კაპოტის ქვეშ 3.7-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავაა, რომელიც ერთ დროს 240 ცხენის ძალასა და 325 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა. სურათებიდან ჩანს თუ როგორი დასვრილია ძრავის განყოფილება ჭუჭყით. მიუხედავად ამისა, ნაწილების დაშლისა და გაწმენდის შემდეგ მათი აღდგენა სავსებით შესაძლებელია.

ახლა ეს ავტომობილი გასაყიდადაა გამოტანილი. მისი სავარაუდო ფასი კი 320 000$-ია.

მსგავსი სიახლეები