1996 წლის Honda Civic SiR-ს მხოლოდ 26 კილომეტრი აქვს გავლილი
Honda Civic SiR-მა მთელი ცხოვრება ავტოფარეხში გაატარა.
ყოველ დღე 90-იანების Honda Civic-ს ვერ იპოვი, რომელსაც მხოლოდ 26 კილომეტრი აქვს გავლილი. სწორედ ეს შეემთხვა ხოსე ალვარესს, Vistec R Imports-ის JDM ავტომობილების დილერს, რომელმაც შესანიშნავ ჰეჩბექს ვიღაცის პირად კოლექციაში მიაკვლია.
ეს 1996 წლის Honda Civic SiR ჰეჩბექია, მეექვსე თაობის, რომელსაც EK4-საც უწოდებენ. ეს ავტომობილი 1996-2000 წლებში გამოდიოდა და პოპულარული B16A 1.6-ლიტრიანი ძრავა ჰქონდა, რომელიც 170 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.
როგორც ჩანს, ეს ავტომობილი არასდროს გამოუყენებიათ. სავარძლები შეფუთულია და უკანა რიგის თავის მისადებები არც დაუმაგრებიათ. ავტომობილი ზუსტად ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც ქარხნიდან ახალი გამოსული უნდა იყოს. მას სუფთა ისტორია აქვს. არანაირი ავარია და ეს გასაკვირი არცაა, რადგან მხოლოდ 26 კილომეტრი აქვს გავლილი.
საინტერესო ისაა, რომ სალონში სტერეო სისტემა არაა. ის ან ამოიღეს და თავის დროზე მფლობელისთვის არ მიუწოდებიათ. ალვარესს არ დაუსახელებია, რა თანხა გადაიხადა ამ ავტომობილში. აუქციონზე მითითებული იყო, რომ ეს Honda მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ავტოფარეხში ინახებოდა.
ალვარესი ამბობს, რომ ამ ავტომობილის გაყიდვას არ აპირებს. მან $70 000-იან შემოთავაზებაზე უკვე უარი თქვა. მისი აზრით, ეს SiR ყველაზე დაბალგარბენიანია პლანეტაზე და უნდა, რომ მის საკუთრებაში იყოს.