Lexus, Liberty Walk, LX 600
Aa
Aa

Liberty Walk-მა Lexus LX 600-ისგან ნამდვილი მონსტრი შექმნა

Tokyo Auto Salon-ის ფესტივალზე Liberty Walk-ის მიერ გაუმჯობესებულ LX 600-ს პირველად ვიხილავთ.

ალბათ, ძალზედ ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება ისეთი, რომელიც Lexus LX 600-ს საუკეთესო შეფასებას არ მისცემს. ეს სრული ზომის SUV-ი უმაღლეს კლასში ასპარეზობს და ერთ-ერთი საუკეთესოა. ახლა კი ამ ავტომობილის მსურველებს შანსი აქვთ Liberty Walk-ის მიერ გაუმჯობესებული ვერსიები შეიძინონ. ეს ყველაფერი კი უფრო შთამბეჭდავი და განსაკუთრებულია.

ამ ავტომობილის დებიუტი Tokyo Auto Salon-ზე შედგება. იქამდე კი ამ ავტომობილის სურათები გასაჯაროვდა. მანქანა Liberty Walk-ის ჩვეულ ქმნილებებთან შედარებით ოდნავ მოკრძალებული დიზაინის მოგეჩვენებათ. თუმცა, SUV-ი ქარხნული ვიზუალისგან მაინც მნიშვნელოვნად განსხვავდება.



პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ კარბონის უზარმაზარი კაპოტია. ეს დეტალი LX 600-ის ქარხნულ ფორმას იმეორებს, თუმცა, მას საჰაეროები მაინც აქვს დამატებული. იაპონურმა „ტუნინგ“ ატელიემ კარბონისგან ბორბლის თაღების დანამატებიც დაამზადა. უზარმაზარია AME-ის დისკებიც, რომელიც პრიალა შავ ფერში არის შეღებილი და Yokohama-ს საბურავები აქვს გადაკრული.

ამ ავტომობილის შეძენის მსურველები პრესტიჟზე მნიშვნელოვნად ზრუნავენ. სწორედ ამიტომ, „ტუნინგ“ ატელიემ ავტომობილი არაქარხნული დეტალებით არ გადატვირთა. მათ მიერ გადაკეთებულ LX 600-ს ზედმეტი არაფერი აქვს. რაც ყველაზე მთავარია, ასეთ მოდელი შეზღუდული რაოდენობით გამოვა.

Liberty Walk-ის LX 600-ის ფასის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. სავარაუდოდ, დეტალებს სწორედ Tokyo Auto Salon-ის ფესტივალზე შევიტყობთ, რომელიც იანვარში ჩატარდება. 

მსგავსი სიახლეები