კენ ბლოკი ტრაგიკულად გარდაიცვალა
რალის ვარსკვლავი კენ ბლოკი თოვლმავალით ავარიისას დაიღუპა.
Hoonigan Racing Division-მა დაადასტურა, რომ კენ ბლოკი 55 წლის ასაკში იუტაში მომხდარი ავარიისას დაიღუპა.
„დიდი მწუხარებით, გიდასტურებთ, რომ კენ ბლოკი დღეს თოვლმავალით ავარიისას გარდაიცვალა“, - ნათქვამია გუნდის Instagram პოსტში.
„კენი იყო მეოცნებე, ინიციატორი და მისაბაძი მაგალითი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მამა და მეუღლე.
წარმოუდგენლად მოგვენატრება.
გთხოვთ, პატივი ვცეთ ოჯახის პირადულობას ამ განსაცდელის დროს“.
ავარიას უასაჩის შერიფის სამსახური შეესწრო და მოგვიანებით განცხადებაც გაავრცელა.
„2023 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 2 საათზე, უასაჩის ოფისში მილ ჰოლოუში თოვლმავალით ავარიის შესახებ ზარი შევიდა.
პილოტი, 55 წლის კენეტ ბლოკი, პარკ სითიში, იუტაში თოვლმავალს მართავდა. დაღმართზე თოვლმავალი გადატრიალდა და მას ზედ დაეცა.
ის მიყენებული დაზიანებების გამო ადგილზევე გარდაიცვალა.
გარდაცვალების ზუსტ მიზეზს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.
ჩვენ დამწუხრებულები ვართ მისი გარდაცვალებით. ვუსამძიმრებთ ოჯახს და მეგობრებს“.
კენ ბლოკს მეუღლე ლუსი და 3 შვილი დარჩა.