ავტოიმპორტი, Euro 5
Aa
Aa

ქვეყანაში მხოლოდ ევრო 5 სტანდარტის შესაბამისი დიზელის ტიპის საწვავის იმპორტი განხორციელდება

გარემოს დაბინძურების ხარისხის შესამცირებლად 2023 წლიდან ქვეყანაში მხოლოდ ევრო 5 სტანდარტის შესაბამისი დიზელის ტიპის საწვავის იმპორტი განხორციელდება. დადგენილება ძალაში უკვე შევიდა.

„დიზელისათვის ვგეგმავთ, რომ 2023 წლიდან ასევე დაწესდეს ევრო 5 სტანდარტი და, რა თქმა უნდა, სტანდარტის დაწესებასთან ერთად, სახელმწიფო მუდმივ კონტროლს ახორციელებს საწვავის ხარისხზე. შემოწმების შედეგები აჩვენებს, რომ ბენზინი აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სტანდარტებს; დიზელთან დაკავშირებით, გვაქვს გარკვეული გადაცდომები ანუ არის შემთხვევები, როდესაც დიზელი არ აკმაყოფილებს დღეს არსებულ სტანდარტსაც და, რა თქმა უნდა, აქ გვაქვს საკმაოდ მკაცრი სანქციები“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

გარემოზე ზიანის შესამცირებლად წლევანდელი წლიდან კიდევ ერთი ცვლილებები შევა ძალაში. უკვე მომზადებულია „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც ვიზუალური გამონაბოლქვის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მაქსიმალურ კონტროლს ითვალისწინებს.

წყარო: BM.ge

მსგავსი სიახლეები