Honda, EV, Sony
Aa
Aa

SONY და HONDA ახალ ელექტრომობილს გამოუშვებენ

Tesla-ს ახალი კონკურენტი ეყოლება.

იაპონური გიგანტები - Sony და Honda მორიგ ერთობლივ პროექტს იწყებენ და ახალი ბრენდის, Afeela-ს ქვეშ მაღალტექნოლოგიური ელექტრომობილების გამოშვებას გეგმავენ.

ელექტრომობილის ტექნიკურ აღჭურვილობაზე, სენსორებზე, კამერებზე, აუდიო სისტემაზე, ნავიგაციასა და ხელოვნურ ინტელექტზე კომპანია Sony იზრუნებს; უშუალოდ ავტომობილის დიზაინზე, სავალ ნაწილზე, ძრავასა და სხვა დეტალებზე, ბუნებრივია, Honda იმუშავებს, რომელსაც სატრანსპორტო ინდუსტრიაში მოღვაწეობის თითქმის 70-წლიანი გამოცდილება აქვს.

Afeela-ს პირველი ელექტრომობილი გასაყიდად ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე 2026 წელს გამოჩნდება და ის პრემიუმ სეგმენტზე იქნება გათვლილი, სადაც ამჟამად კომპანია Tesla დომინირებს.

Sony-Honda Mobility-ს დირექტორის, იასუიდე მიზუნოს განცხადებით, Afeela ელექტრომობილის მართვის უნიკალური გამოცდილება იქნება, რომელიც მძღოლსა და მგზავრებს ჯერ არნახულ კომფორტს, მოქნილობასა და დინამიკას შესთავაზებს.



Afeela-ს კონცეპტის წარდგენაზე ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ელექტრომობილი საკუთარი საოპერაციო სისტემით აღიჭურვება, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა (A.I.) და გაფართოებული რეალობის (A.R.) ინტეგრირების ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის, Apple CarPlay-სა და Android Auto-სგან განსხვავებით.

ავტორი: bm.ge

მსგავსი სიახლეები