Porsche, ქურდობა, 911, კანადა
Aa
Aa

კანადიდან მოპარული Porsche 911 GT3 RS-ი დუბაიში იყიდება

სამხილები ადასტურებს, რომ ეს მოპარული ავტომობილია. 

გასულ წელს კანადის მოქალაქემ უიშვიათესი, 2012 წლის 997 თაობის Porsche 911 GT3 RS-ის მოპარვის შესახებ განცხადება გააკეთა. ახლა კი ინტერნეტის მომხმარებლები ადასტურებენ, რომ ეს ავტომობილი დუბაის ერთ-ერთ აუქციონზე 400 000$-ად იყიდება (აუქციონის სურათები იხილეთ ქვემოთ). 



911-თან დაკავშირებულ შიდა ინფორმაციას ინკოგნიტო პირი ავრცელებს. ქურდობა გასული წლის სექტემბერში მოხდა. მფლობელი ამბობს, რომ ქურდებმა მანქანა თავისივე გასაღებით მოიპარეს. ამ ფაქტის შემდეგ მფლობელმა ავტომობილის სურათები და ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა იმ იმედით, რომ მანქანის პოვნას შეძლებდა (მფლობელის მიერ გავრცელებული სურათი იხილეთ ქვემოთ). 

გარდა ამისა, გავრცელდა ე.წ. „VIN კოდიც“ და მანქანაზე დაყენებული უნიკალური ნაწილების ჩამონათვალიც. საგულისხმოა, რომ ასეთი იშვიათი ავტომობილის კანადის ბაზარზე შეუმჩნევლად გაყიდვა ძალზედ გაუჭირდებოდათ.

შესაძლოა, ეს 911 დუბაიში ამ მიზეზით გადაიტანეს. მანქანა მეორადი ავტომობილების დილერთან, Noor Motors-თან მოხვდა. გასაყიდ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ მოდელი კანადის ბაზრისთვისაა გამოშვებული. დამატებით სურათებში კი ჩანს, რომ ეს ზუსტად ის Porsche-ა.



შიდა ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიცით ისიც, რომ მანქანის გასაღებს ზუსტად ის ბრელოკი აქვს, რომელიც ის ნამდვილმა მფლობელმა გაუკეთა. ერთადერთი ცვლილება, რაც შეინიშნება ახალი საჭეა. ამ დეტალის გამოკლებით სხვა მსგავსებების უგულებელყოფა ძალზედ რთულია.

Noor Motors-ი ე.წ. „VIN კოდის“ სურათებს ვებ-გვერდზე არ აქვეყნებს. თუმცა, ქურდებს მისი გაყალბება შეეძლოთ.

ამ დროისთვის გაურკვეველია რა ბედი ეწევა ამ Porsche-ს. ძალზედ დაბალი შანსია, რომ საქმე ორ ერთნაირ ავტომობილთან გვაქვს.

მსგავსი სიახლეები