უგზოობა, Mahindra, Hummer
Aa
Aa

პატარა Mahinda-მ უზარმაზარი Hummer H2 წყლიდან ამოათრია

Mahindra-მ აჩვენა, რომ ზომას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

მოყვარულების უმეტესობა იტყვის, რომ Hummer H2 უგზოობაში მცირე ზომის Mahinda Major-ს აჯობებს. ეს უკანასკნელი Jeep CJ3B-ის ბაზაზეა შექმნილი. თუმცა, ამ შემთხვევაში Mahinda მდინარის გადასაკვეთად უკეთესად იყო მომზადებული. ინდოეთში გადაღებული ვიდეოს ნახვა ქვემოთ შეგიძლიათ. 

კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ არის Hummer-ი გაჭედილი მდინარეში. ასეთი დაბალი სიღრმის წყალში გადაადგილება H2-ს არ უნდა გასჭირდებოდა. თუმცა, სავარაუდოდ, მძღოლმა წყალში ინერცია ვერ შეინარჩუნა და ქვებში გაიჭედა. ამ „ოფროუდერს“ ვერც სრულად ამძრავმა სისტემამ უშველა.

საბედნიეროდ, მანქანის ამოსაყვანად Mahindra Major-ი გამოჩნდა. მისმა მძღოლმა თავისი ავტომობილი Hammer-ს გამოაბა და წყლიდან მისი ამოთრევა სცადა. Major-მა H2 მყისიერად დაძრა, მაგრამ რამდენიმე წამში თავადაც გაიჭედა. მიუხედავად ამისა, Mahindra-მ მოჭიდება მაინც იპოვა და გაჭედილი მანქანის შველა კიდევ ერთხელ სცადა.

მეორე მცდელობაზე Mahindra-მ თოკი უფრო ძლიერად გაქაჩა. მას ფრთხილი აქსელერაციით Hummer-ის მძღოლიც მიეხმარა. შედეგად, ქვა, რომელიც H2-ს ბლოკავდა უკან დარჩა.

შესაძლოა Mahindra Hummer-ზე ბევრად პატარა და სუსტია, მაგრამ სიმსუბუქე და მაღალი კლირენსი მას უფრო მეტად ეფექტურს ხდის. აუცილებლად არის ხაზგასასმელი ისიც, რომ ამ მცირე ზომის „ოფროუდერს“ უგზოობაში სასიარულო დისკები და საბურავები ჰქონდა. შემდეგისთვის Hammer-ის მძღოლი საბურავებისა და დისკების შერჩევაზე მეტად დაფიქრდება.

მსგავსი სიახლეები