საავტომობილო გზები
Aa
Aa

მაჭავარიანი-გელოვანის გზის პროექტის დასრულება 12-ჯერ გადავადდა

მუხრან მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის გამზირების დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის ივლისში დაიწყო და კონტრაქტით 210 კალენდარული დღის ვადაში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ადგილზე სამშენებლო პროცესები დღესაც არ არის ბოლომდე მიყვანილი.

როგორც ოფიციალური პირები აცხადებდნენ, პროექტის გაჭიანურება მეწყრულმა პროცესებმა გამოიწვია.

ადგილზე ამ ეტაპზე სამუშაოებს რამდენიმე კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს, ერთ-ერთი კი, რომელიც გზის სამშენებლო სამუშაოებზეა პასუხისმგებელი, კომპანია "ბლექ სი გრუპია".

როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტებიდან ირკვევა, "ბლექ სი გრუპი" გზის სამშენებლო სამუშაოებს დამჭერი კედლების მშენებლობის გამო ვერ აგრძელებდა. აღნიშნული მიზეზით სამუშაოების დასრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე ჯამში 12-ჯერ გადავადდა.

ხელშეკრულებაში ერთ-ერთი ბოლო ცვლილება იმავე მიზეზით გასული წლის 27 დეკემბერს შევიდა. ცვლილებების მიხედვით “ბლექ სი გრუპს” სამუშაოების დასრულების ვადა 2023 წლის 31 იანვრამდე გაუხანგრძლივდა.

წყარო: BM.ge

მსგავსი სიახლეები