Lincoln Mark E: ტენდენციებს აყოლილი ამერიკელი
Lincoln-ის პირველ ელექტრონულ SUV-ს 700-ზე მეტი ცხენის ძალა ექნება.
Lincoln-ის შემდეგი გამოწვევა დიდი, მძლავრი, ძვირადღირებული ელექტრონული SUV-ის შემქნა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სუვი 102-წლიანი ბრენდის სახელს ატარებს, შემუშავებული Rivian-ის კომპანიის მიერ იქნება, რომელიც მხოლოდ 11 წელია, რაც არსებობს. ავტომწარმოებელი ავტომობილის სახელზე ჯერ ვერ შეჯერდა, მაგრამ ისტორიული დატვირთვა და ხასიათი ექნება და ამიტომ დროებით კონცპეტს Mark E-ს სახელი მიანიჭეს.
Rivian-ის წამყვანი მოდელის R1S-ის სუვის მსგავსად, Mark E-ს ელექტრონული ძრავა თითოეულ წამყვან თვალზე იქნება მიმაგრებული და ჯამში 700 ცხენის ძალას აწარმოებენ. მანძილის დაძლევის ზუსტი დიაპაზონი ჯერ უცნობია, ისევე როგორც ელემენტების ენერგოტევადობა, რომელიც სხვადასხვა ვარიაციებში იქნება ხელმისაწვდომი. ასევე ავტომწარმოებელი ფლაგმანური ელექტრო სუვის ორწამყვანიან ვერსიასაც შემოგვთავაზებს, რომელსაც ნაკლები ცხენის ძალა, სამაგიეროდ გაზრდილი მანძილის დიაპაზონი ექნება.
Mark E-ს უკვე სოლიდრუ კონკურენცია Audi e-tron-ის, Cadillac Lyriq-ის, Jaguar I-Pace-ის, Tesla Model X-ის და რა თქმა უნდა, Rivian R1S-ის სახით ელოდება. „ლინკოლნის“ ელექტრო სუვის გამოშვება 2022 წლისთვის არის დაგეგმილი და მისი ფასი $70 000-დან დაიწყება.