2022 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2022 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1150,3 ათასი ტონა, რაც 1,6 ათასი ტონით ანუ 0,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1148,7 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, 2022 წლის 12 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 607,4 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 542,9 ათასი ტონა.
კატეგორიების მიხედვით, 2022 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 381 ათასი ტონა (62,7%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 213,3 ათასი ტონა (35,1%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 13,1 ათასი ტონა (2,2%);
2022 წლის 12 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 651,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 56,6%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 240,3 ათასი ტონა - 20,9%; ბულგარეთი - 109,3 ათასი ტონა - 9,5%; თურქმენეთი - 75,2 ათასი ტონა - 6,5%; აზერბაიჯანი - 55,3 ათასი ტონა - 4,8%; თურქეთი - 7,6 ათასი ტონა - 0,7%, საბერძნეთი - 4,8 ათასი ტონა - 0,4%, ყაზახეთი - 2,0 ათასი ტონა - 0,1%, ბელარუსი - 1,0 ათასი ტონა - 0,1% და სხვა.
წყარო: BM.ge