Ferrari Testarossa-თი თოვლში „დრიფტს" დიდი გამბედაობა სჭირდება
Ferrari Testarossa-ს თოვლში აგრესიულად გამოყენება ბრძნული გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის.
საკმარისად იღბლიანები რომ ვიყოთ და Ferrari Testarossa-ს ფლობა შეგვეძლოს მისი მართვის სიამოვნებას, ალბათ, არ მოვიკლებდით. ამ მოდელის შექმნისას მწარმოებელს სწორედ ეს ჰქონდა ჩაფიქრებული. თუმცა, ერთადერთი, რასაც არასდროს გავაკეთებდით მისი თოვლში მართვაა. აშკარაა, რომ ვიდეოში ნაჩვენები Testarossa-ს მფლობელს ჩვენზე დიდი გამბედაობა აქვს.
ყველამ იცის, რომ Ferrari-ის Testarossa თოვლით დაფარული გზის ზედაპირისთვის არ შეუქმნია. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ მართვის უნარებს არ უჩივით და აქსელერატორის ზუსტი კონტროლი შეგიძლიათ ამ ავტომობილს არათუ თოვლში მართავთ, არამედ თოვლში მოსახვევების „დრიფტით“ გავლასაც შეძლებთ.
აშკარაა, რომ წითელი ლამაზმანი ვიდეოს გადაღებისას ზამთრის საბურავებით არ იყო აღჭურვილი. ეს ფაქტორი მძღოლს უფრო შთამბეჭდავს ხდიდა.
რა თქმა უნდა, ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, რომ ასეთი მანქანის მსგავს პირობებში აგრესიულად მართვა ჭკვიანური იდეა არ არის. შესაძლოა, მძღოლს ავტომობილზე კონტროლი ნებისმიერ მომენტში დაჰკარგოდა. არ დაგავიწყდეთ, რომ შუაძრავიანი „სუპერქარის" მართვა მარტივი არ არის და მისი შესაძლებლობების სწორად გამოყენებას დიდი უნარები სჭირდება.