Aa
Aa

მიტოვებული სპორტული ავტომობილები ფუკუშიმას აკრძალულ ზონაში

რადიაციის გამო კლასიკური Honda S2000, Nissan Skyline და ჰაერით გაგრილებადი Porsche 911 Carrera 964 უსარგებლო და საშიში გახდა.

ფუკუშიმას ატომური სადგურზე ბირთვული კატასტროფის შემდეგ 12 წელი გავიდა. 2011 წლის 11 მარტს იაპონიას ერთდროულად ძლიერი მიწისძვრა და გამანადგურებელი ცუნამი დაატყდა თავს, რამაც ფუკუშიმას ატომურ რეაქტორზე აფეთქებები გამოიწვია. სადგურის გარშემო აკრძალული ზონა ნელ-ნელა პატარავდება, მაგრამ ეს იქ მიტოვებული ავტომობილების ბედს არ ცვლის.

Yotube არხზე Exploring the Unbeaten Path ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც ჩანს, რა მდგომარეობაშია ავტომობილები ფუკუშიმას აკრძალულ ზონაში. მაქანების გარკვეული რაოდენობა მოაგროვეს და ერთ ადგილას გადაიყვანეს. დანარჩენი ავტომობილები კი უბრალოდ გაბნეულადაა გაჩერებული. Mitsubishi Lancer Evo VII მაღალ ბალახებში დგას.

Evo ვიდეოში ერთადერთი საინტერესო ავტომობილი არ არის. ვიდეოში Datsun სარბოლო ავტომობილიც ჩანს. თვალში Subaru WRX, R32 Nissan Skyline და 300ZX გვხვდება. Porsche 911 Carrera 964 მტვრითაა დაფარული.

მიუხედავად იმისა, რომ ცუნამით დატბორილი ავტომობილების აღდგენა შესაძლებელია, რადიაცია არსად მიდის. ეს იმას ნიშნავს, რომ Subaru WRX STI, VW Scirocco და Honda S2000 განადგურებისთვისაა განწირული.

მსგავსი სიახლეები