სიჩქარის ზღვარი
Aa
Aa

არასამთავრობოები თბილისში მაქსიმალური შეზღუდვის 50კმ/სთ-მდე შემცირების ინიციატივით გამოდიან

დედაქალაქში უსაფრთხო გადაადგილების მიზნით ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ნაწილი თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მაქსიმალური სიჩქარის 30-40 კმ/სთ-ით განსაზღვრას და პარალელურად ორივე სანაპიროზე დაშვებული სიჩქარის (70 კმ/სთ) ლიმიტის შემცირებას ითხოვს.

ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორი ირაკლი იზორია ფიქრობს, რომ უმნიშვნელოვანესია სიჩქარის ლიმიტების შემცირება ქალაქში, განსაკუთრებით მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებსა და სასკოლო ზონებში.

„ჩვენ გვქონდა ოფიციალურ სტრუქტურასთან კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით და იმის გამო, რომ ჯერ არ იყო დაანონსებული სატრანსპორტო დერეფნები, არ არის განსაზღვრული სიჩქარის ლიმიტები. თუმცა თავიდანვე ვითხოვდით ქალაქში მის შემცირებას, ვთარგმნეთ გაიდლაიები, სადაც 100 წარმატებული ქალაქების პრაქტიკაა გაანალიზებული და ის, თუ რა ბენეფიტები შეიძლება ამან ქალაქს მოუტანოს.

საქართველოში, ურბანულ დასახლებებში, სადაც შეზღუდვა არ არის, დაშვებულია 60კმ/სთ-ით გადაადგილება, ამას ემატება ის 15კმ/სთ-იანი მარჟა და გამოდის, რომ დასახლებებში გადაადგილება შეიძლება იყოს 75კმ/სთ, რაც არარეალურია. ევროპის ვერცერთ ქალაქში ვერ ვნახავთ ამას, ყველა ქალაქი ემორჩილება ერთ წესს და ეს არის 50კმ/სთ-ით მოძრაობა ურბანულ დასახლებებში. 50კმ/სთ ეფუძნება გაეროს სტანდარტს, რომლის მიხედვითაც, როდესაც ავტომობილის გვერდითა მხრიდან ხდება შეჯახება და სიჩქარე 50კმ/სთ-ზე მეტია, ამ შემთხვევაში გადარჩენის შანსი 70%-ზე ნაკლებია", - განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, სიჩქარის შემცირება ხელს შეუწყობს ქალაქის გამტარუნარიანობის გაზრდას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, ფეხით მოსიარულეების, ველო ბილიკებით მოსარგებლეთა რაოდენობის ზრდას.

იზორიას თქმით, შესაძლებელია, რომ სანაპიროზე დაშვებული იყოს ცოტა მეტი სიჩქარე. ხორო რაც შეეხება დერეფნებს, სიჩქარე უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ რა ობიექტია ახლოს, სკოლა, სავაჭრო ცენტრი თუ რა.

ინფორმაციისთვის, 2022 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა სიჩქარის გადაჭარბების მიზეზით 7%-ით გაიზარდა. 

წყარო: bm.ge

მსგავსი სიახლეები