საწვავის ფასი უახლოეს ხანებში 2 ლარს უნდა მიუახლოვდეს
ველოდებით, რომ საწვავი კიდევ 10 თეთრით გაიაფდება, - ამის შესახებ ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს. მათივე თქმით, რესურსი არსებობს, რომ საწვავი კიდევ გაიაფდეს.
„საწვავთან დაკავშირებით ჩვენ უკვე დავინახეთ კლების ტენდენცია, რომელიც ბაზარზე არსებობს. „რეგულარის“ ტიპის საწვავის ფასი დღეს ზოგიერთ ბრენდირებულ ქსელში 2.39 ლარია, დამატებით კომპანიებს გააჩნიათ მარკეტინგული კამპანიები და 15-თეთრიანი დამატებითი შეღავათები აქვთ.
შესაბამისად, პროპორციულად იკლებს პრემიუმის და სხვა საწვავის ფასი. ჩვენი მოლოდინით, დამატებით 10 თეთრით გაიაფდება საწვავი მიმდინარე კვირის ბოლომდე და კიდევ არსებობს საწვავის მნიშვნელოვანი გაიაფების რესურსი. ამ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა ძალიან პროდუქტიული საუბარი საწვავის დისტრიბუტორებთან და იმპორტიორებთან. ჩვენ გავაანალიზეთ მარჟები, გავაანალიზეთ ტენდენციები და ვფიქრობ, იქნება ოპტიმალური მარჟები, განსაკუთრებით ყველაზე მოთხოვნად საწვავზე“, - განაცხადა ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენელმა.
მოლოდინია, რომ საწვავის ფასი 2 ლარს უნდა მიუახლოვდეს, უახლოეს ხანებში.
წყარო: BM.ge