Peugeot 206-ით წყალში სკუტერის შეყვანა კარგი იდეა არ უნდა იყოს
Aa
Aa

Peugeot 206-ით წყალში სკუტერის შეყვანა კარგი იდეა არ უნდა იყოს

წყალში შესვლა მარტივი იყო, მაგრამ გამოსვლა გაუჭირდა.

ნავების პანდუსები იმისთვის არსებობს, რომ თუ წყალში რამის შეტანა გსურს, ეს ადვილად გააკეთო. ყველა ავტომობილს არ აქვს ღრმა წყალთან გამკლავების შესაძლებლობა. თუ იმის მაგალითი გჭირდებათ, როგორ არ მოუნდა მოიქცეს ადამიანი, მაშინ ამ ვიდეოს უყურეთ. სამი ადამიანი წყალში სკუტერის შესაყვანად Peugeot 206-ს იყენებს.

ყველაფერი ცუდად იწყება. მძღოლს წყალში მანევრირება უჭირს. როცა ჰეჩბექი უკუსვლას იწყებს, თავს სხვა პრობლემებიც იჩენს. სკუტერი ტივტივს დროულად ვერ იწყებს, იმიტომ, რომ რამპაზე მაღალ სიმაღლეზე დევს. ამის გამო Peugeot-ს წყალში სიღრმეზე უწევს შესვლა.

საბოლოოდ, სკუტერი წყალში შეუშვეს, მაგრამ ყველაფერი ისევ გართულდა. 206 ღრმა წყალში გაიჭედა და მძღოლს ნაპირზე დაბრუნება უჭირს. ავტომობილს ტალღები ეჯახება. ერთ-ერთი დამხმარე Peugeot-ის ნაპირისკენ მიწოლას იწყებს.

დასახმარებლად მძღოლიც გადმოდის. მაშუქები და საავარიო სიგნალი ქრება. დაზუსტებით ვერ ვიტყვით, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ძრავა ჩაქრა.

კეთილი გამვლელი ორ კაცს მიწოლაში ეხმარება. ვიდეო იმით სრულდება, რომ ავტომობილი წყლიდან თითქმის გამოსულია. ამასობაში სკუტერზე ამხედრებული მამაკაცი დაბნეული ჩანს. ალბათ, არ იცის, როგორ უნდა გამოიყვანოს უკან სკუტერი დატბორილი 206-ით. იმ შემთხვევაშიც, თუ ძრავა გადარჩა, ეჭვი გვეპარება, მძღოლს იქ დაბრუნების სურვილი ჰქონდეს.

მსგავსი სიახლეები