სანაძლეოდან NSX-ის შეძენამდე - ავტოპორტრეტი
CrystalAuto-ს YouTube არხზე ახალი გადაცემის - „ავტოპორტრეტის" - პირველი ეპიზოდი გამოქვეყნდა.
CrystalAuto-ს YouTube არხის შექმნიდან 4 თვის თავზე, ჩვენს ერთგულ გამომწერებსა და გულშემატკივრებს „სიურპრიზი“ მოვუწყვეთ. ახალი პროექტის, „ავტოპორტრეტის“ ფარგლებში გადავიღეთ ავტომობილი, რომელმაც საქართველოში გამოჩენისას ავტომოყვარულებში დიდი ინტრიგა გამოიწვია. მიზეზი მარტივია - საქართველოში ეს Honda/Acura NSX ერთადერთია.
„ავტოპორტრეტი“ ქართულ YouTube სივრცეში ახალი და განსხვავებული სტილის გადაცემაა. აქ იშვიათ, გამორჩეულ, ლეგენდარულ ავტომობილებზე პირდაპირ მფლობელები საუბრობენ და თავიანთ „ავტოპორტრეტებს" ქმნიან. დიახ, ორმხრივი გაგებით.
რა ავტომობილი იქნებოდა YouTube პრემიერისთვის ზედგამოჭრილი, თუ არა NSX-ი? ეს ხომ ექსკლუზივია! თანაც, ამ ავტომობილის შეძენას განსაკუთრებული ისტორია აქვს. სახელიც ამაზე მიუთითებს - „სანაძლეოდან NSX-ის შეძენამდე". ამ ყველაფრის წარდგენა კი თვალწარმტაცი ბუნების ფონზე, ფარავნის ტბაზე გადავწყვიტეთ. საკმარისია ინტრიგა, უბრალოდ ნახეთ ქვემოთ მიბმული ვიდეო.
ამ ეპიზოდის შექმნაში NSX-ის მფლობელის, ვაკო კობახიძის წვლილი უდიდესია. CrystalAuto-ს ჯგუფი საჯარო მადლობას უხდის მას.
პროექტის მხარდამჭერია Racing Line-ი.