პარკინგი, ჩხუბი
Aa
Aa

გაბრაზებულმა ქალმა მეზობლის მანქანა პარკინგიდან ძალით გადასწია

აგრესიული ქალბატონი თავისი სახლის წინ დაპარკინგებულმა SUV-იმ გააბრაზა.

გაბრაზებულ მძღოლებს გზებზე რა გამოლევს?! მომღიმარი მძღოლების ხილვა ჩვენს ქვეყანაში რთულია, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. თუმცა, როგორც ჩანს თავშეკავებულობითა და პოზიტიური განწყობით არც ქვეყნის საზღვრებს მიღმა მცხოვრები მძღოლები გამოირჩევიან. თანაც ისეთ მშვიდ დასახლებაში, რომელშიც ეს ქალბატონები ცხოვრობენ.

ერთ-ერთმა ქალბატონმა აშშ-ში, კერძოდ როჩესერში, რადიკალურ გამოსავალს მიმართა. ის საკუთარი სახლის წინ მეზობლის მიერ „დაპარკინგებულ“ ავტომობილს თავისი მანქანით მიაწვა და გასწია. წყაროების მიხედვით ვიგებთ, რომ ქალბატონმა მეზობელს სამჯერ სთხოვა ასე არ მოქცეულიყო. საქმეში ერთხელ პოლიციაც ჩაერია.

ურჩი ქალბატონს ავტომობილის გაჩერება ლამპიონთან სურს. ეს ადგილი კი მეზობლის სახლის გამოსასვლელს კეტავს.

შედეგად მოხდა ის, რასაც ვიდეოში ხედავთ. ორი ქალბატონი, ერთნაირი მანქანებით, ვერაფერზე თანხმდებიან.

როგორ ფიქრობთ, რა მოაგვარებს ასეთ „სერიოზულ“ პრობლემას? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები