Ferrari, Subaru, WRX, STI
Aa
Aa

ამ Subaru WRX STI-ის Ferrari-ის ძრავა აქვს

შეწყვიტეთ ყველაფრის კეთება და მოუსმინეთ ამ საოცარ იაპონურ-იტალიურ ნაერთს.

Subaru-მ შესაძლოა WRX STI შესაძლოა მოკლას, თუმცა, ეს ამ ლეგენდარული საავტომობილო ხაზისადმი სიყვარულს გულშემატკივრებში ვერასდროს გააქრობს. ეს არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი ავტომობილების მოდიფიცირებისთვის ყველაფერს აკეთებენ. დღეს კი ერთ-ერთ ასეთ პიროვნებაზე უნდა მოგიყვეთ, რომლის სახელი სემ ალბერტია. სურათზე და ვიდეოში ნაჩვენები WRX STI სწორედ მას ეკუთვნის. ამ ავტომობილით ის რალის ღონისძიებებზე ასპარეზობს.

სემს თავისი Subaru-სთვის სიმძლავრის გაზრდა დიდი ხნის განმავლობაში სურდა. უცებ კი გენიალური და უჩვეულო იდეა დაებადა. კაპოტის ქვეშ მან Ferrari F136 V8-ის ჩადგმა განიზრახა.

ალბერტმა ეს ძრავა რეგულაციების გამო შეარჩია. წესების მიხედვით, სიმძლავრის შეზღუდვა არ მოქმედებს ატმოსფერულ ძრავაზე თუ მოცულობა 4.5 ლიტრს არ აჭარბებს. Ferrari-ის ეს V8 ძრავა კი 4.3-ლიტრიანია.

მისი თქმით, მაბრუნი მომენტის მხრივ, Ferrari-ის ძრავას Subaru-ს ოპოზიტურ ოთხცილინდრიან აგრეგატთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს. იტალიური V8 სიმძლავრეს უფრო გლუვად გამოიმუშავებს, რაც უფრო მეტ სტაბილურობას იძლევა.

მიუხედავად ამისა, ამ აგრეგატს თავისი მინუსებიც აქვს. ერთ-ერთი ავტომობილის „ცხვირის“ დამძიმებაა. დამატებითი წონა ავტომობილის მართვადობას მნიშვნელოვნად შეცვლის. რალის ეტაპზე სასიარულოდ კი V8-ს განსხვავებული დაპროგრამება დასჭირდება. ეს სამუშაო კი მარტივი შესასრულებელი არ არის.

ვიდეოში ნაჩვენებია თუ როგორ იტესტება Ferrari-ის ძრავის მქონე Subaru დინამომეტრზე. მანქანას სპეციალურად დამზადებული გამშვები სისტემა აქვს, რაც საოცარ ჟღერადობას იძლევა. სემის თქმით, აგრეგატი ქარხნულ მონაცემებთან ახლოსაა და სიმძლავრე 453 ცხენის ძალასთან და 485 ნიუტონ მეტრთან ახლოსაა.

როდესაც ავტომობილი რალის ღონისძიებებზე გამოჩნდება, მისი ხილვა, ალბათ, ყველაზე სანახაობრივი იქნება.

მსგავსი სიახლეები