მძღოლმა Audi RS7 უკუსვლაში „დასტარტა“
RS7-ის მძღოლმა პირს, რომელიც იღებდა, კინაღამ გადაუარა.
თანამედროვე ავტომობილებში „გაშვების კონტროლი“ ნამდვილად ამაღელვებელი და სასიამოვნო ფუნქციონალია. თუმცა, როგორც ჩანს, ის სახიფათოცაა. ამის კარგი მაგალითი Audi RS7-ის ეს მძღოლია, რომელმაც მანქანა უკუსვლაში „დასტარტა“.
ეს მოკლე ვიდეო Instagram-ის პლატფორმაზე გავრცელდა. ყველაფერი მშვიდად დაიწყო. თუმცა მანქანის ძრავის ბრუნების ხმა „გაშვების“ კონტროლის ბრუნების ხმასთან ასოცირდებოდა. უცებ მძღოლმა მუხრუჭს ფეხი აუშვა. წინ წასვლის ნაცვლად კი მანქანა უკან დაიძრა. RS7 უკუსვლით გაფრინდა და ადამიანს, რომელიც RS7-ის „დასტარტვას“ იღებდა დაეჯახა.
ალბათ, უკუსვლის რეჟიმში სიარულისას განათებული მაშუქები ოპერატორმა ვერ შენიშნა. ეს შესაძლოა დღის განათებასაც დავაბრალოთ. თუმცა, დღის შუქის გარეშეც, არავინ ელის მანქანის უკუსვლით „გაშვებას“. სავარაუდოდ, Audi-ის პროგრამული უზრუნველყოფა მანქანას ამის საშუალებას აძლევს.
უკეთესად დაკვირვებით ჩანს, რომ მძღოლმა „გაშვება“ მექანიკურად გადაწყვიტა. მას „გაშვების“ კონტროლი არ გამოუყენებია. სავარაუდოდ, ავტომობილი უკან ასე „აწყვეტილი“ ამიტომ წავიდა.
საბედნიეროდ, მძღოლმა დამუხრუჭება დროულად მოასწრო. ოპერატორი კი სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა.