გაწვევა, Hyundai, Veloster
Aa
Aa

Hyundai ცეცხლის გაჩენის რისკის გამო Veloster-ებს უკან იწვევს

უკანა ბამპერზე დამაგრებულ პარკინგის სენსორები ჰერმეტულად არ არის დაცული, რის გამოც მოკლე ჩართვის რისკი ჩნდება.

ზოგჯერ, როდესაც პრობლემის მოგვარებას ვცდილობთ, პრობლემაზე უარესი შედეგი მის მოგვარებას მოაქვს. ზუსტად ასეა Hyundai Veloster-ის შემთხვევაშიც, რომლის პარკინგის უკანა სენსორებსაც მოკლე ჩართვის რისკი აქვს. აშშ-ში ხუთი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ მიზეზით, Hyundai 2012-2013 წლებში გამოშვებულ 26 169 Veloster-ს უკან გაიწვევს. ხანძრის გაჩენის პირველი შემთხვევა კანადაში დაფიქსირდა.

მწარმოებელმა ამ პრობლემის პირველი გამოვლენა 2022 წლის ივლისში აღრიცხა. Hyundai-ში გამოძიება აღნიშნულ შემთხვევებზე მყისიერად დაიწყო. ძიება კი თებერვალში დასრულდა.

დადგინდა, რომ სილიკონის საიზოლაციო ფენა პარკინგის უკანა სენსორებზე წყლის მიმართ საკმარისად მედეგი არ არის. შედეგად, ჩნდება მოკლე ჩართვის რისკი, რამაც შესაძლოა ცეცხლიც გააჩინოს. საბედნიეროდ, ამ შემთხვევით დაზარალებულებზე ან დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამ პრობლემის გამო, შესაძლოა, პარკირებისას სენსორმა არასწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ ან ტრანსმისია P-ში გაიჭედოს.

სწორედ ამიტომ, ადამიანები, რომლებიც 2011 წლის ივლისიდან 2013 წლის სექტემბრამდე გამოშვებულ Veloster-ს ფლობენ, ყურადღებით უნდა იყვნენ. 2013 წლის ოქტომბერში მწარმოებელმა იზოლაციის მასალა შეცვალა, რამაც სენსორების უკეთესი დაცვა უზრუნველყო.

მწარმოებელი ამბობს, რომ გაწვევა 29 აპრილს დაიწყება. ისინი ყველა სამუშაოს უმოკლეს დროში უსასყიდლოდ შეასრულებენ და პრობლემა სამომავლოდ თავს აღარ იჩენს.

მსგავსი სიახლეები