საბუქსირე, სატვირთო, Rivian
Aa
Aa

ელექტრო პიკაპმა 17-ტონიანი სატვირთო თოვლიდან ამოათრია

შთამბეჭდავია გქონდეს ასეთი მოჭიდება და სიმძლავრე.

ვერავინ უარყოფს, რომ Rivian R1T, მახასიათებლების მხრივ, გამაოგნებლად მძლავრი პიკაპია. ოთხი ელექტრო აგრეგატით მისი ჯამური სიმძლავრე 835 ცხენის ძალასა და 1 231 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ კოლოსალურ სიმძლავრეს EV-ებისგან მიჩვეული ვართ, ეს მანქანა ხალხის გაკვირვებას მაინც ყოველდღიურად ახერხებს. ახლახან ერთ-ერთმა ეგზემპლარმა 17 327 კგ-იანი სატვირთო თოვლიდან ამოათრია. ეს სანახაობა კი Rivian-ის მფლობელმა ჩაიწერა და YouTube-ზე გამოაქვეყნა. 

მილო ფოულერი იუტაში, მოუაბის გზას მიუყვებოდა, როდესაც გზიდან გადასული სედანი და სატვირთო ავტომობილი შეამჩნია. საბედნიეროდ, ისინი გზის საპირისპირო მხარეს აღმოჩნდნენ და სერიოზულად არავინ იყო დაშავებული. სედანი გზიდან მარტივად ამოათრიეს, თუმცა სატვირთოს თოვლიდან გზაზე დაბრუნება საკმაოდ რთული ამოცანა გახლდათ.

ამ საქმისთვის ფოულერმა საკუთარი ავტომობილის გამოყენება გადაწყვიტა. მან თავისი R1T გზაზე დააყენა, კინეტიკური მაბუქსირებელი თოკი სატვირთოს გამოაბა და მისი ამოთრევა დაიწყო.

პირველი ცდა წარუმატებელი გამოდგა, რამაც ტრაექტორიის შეცვლა აფიქრებინა. მან სატვირთოს ამოყვანა მის მართობულად გადაწყვიტა. ამ იდეამ კი იმუშავა. როგორ? ნახეთ ზემოთ მიბმული ვიდეო.

მსგავსი სიახლეები