2022 წელს ყველაზე მომგებიანი კლასიკურ ავტომობილებში ინვესტიცია იყო
2022 წელს კლასიკური ავტომობილები ყველაზე მომგებიანი ინვესტიცია გახდა. ასეთი ავტომობილები სხვა საკოლექციო ნივთებზე უფრო მეტად ძვირდება.
კვლევა მოიცავს უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვას, კაპიტალის ნაკადებს, ყიდვის ჩვევებსა და ინვესტიციებს. კერძოდ, „ვნების ინვესტიცია“, რომელიც მოიცავს ხელოვნების ნიმუშებს, სამკაულებს, საკოლექციო მონეტებს და, რა თქმა უნდა, ავტომობილებს.
გასულ წელს, მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობისა, კლასიკური მოდელების საშუალო შეწონილი ფასი 25%-ით გაიზარდა. 10 წლის განმავლობაში კი ზრდამ 185% შეადგინა. ავტომობილები უფრო სწრაფად ძვირდება, ვიდრე საათები, ავეჯი, ბრილიანტები, ცნობილი მხატვრების ნახატები და თუნდაც კარგი ღვინოები.
გასულ წელს აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი იყო Mercedes-Benz 300 SLR Uhlenhaut Coupé. ორ-კარიანი სპორტქარი გერმანული ბრენდის მუზეუმის კოლექციიდან Sotheby's-ში 135 მილიონ ევროდ გაიყიდა.
წყარო: bpn.ge