Aa Aa
14 მარტი 2023  |  11:20

Mansory-ს წყალობით, ახლა Mercedes-AMG GT63 S E Performance-ს 880 ცხენის ძალა აქვს

Mansory-მ ყველაზე ძლიერი, One ჰიპერქარს თუ არ ჩავთვლით, ყველაზე ძლიერი AMG-ის კიდევ უფრო გაძლიერება გადაწყვიტა.

Mercedes-AMG GT63 S E Performance ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოდელია, რაც აფალტერბახში აუწყიათ. თუმცა, Mansory-სთვის დამატებითი ცხენის ძალები ზედმეტი არასდროსაა.

ატელიემ ეს მოდელი კიდევ უფრო გააძლიერა და, რა თქმა უნდა, მისთვის დამახასიათებელი ექსტერიერის დეტალებიც დაუმატა.

Mercedes-AMG GT63 S E Performance-ს ტვინ ტურბო 4.0-ლიტრიანი V8 ძრავა აქვს, რომელიც ქარხნულად 831 ცხენის ძალასა და 1 470ნმ-ს გამოიმუშავებს. Mansory-მ ეს ძალა 880 ცხენის ძალამდე და 1490ნმ-მდე გაზარდა.

ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე ახლა 320კმ/სთ-ია. Mansory-ს თქმით, უკეთესი მართვის დინამიკის მისაღებად შასის მოდიფიკაციები გაუკეთეს.

ცვლილებებია დიზაინშიც. კაპოტი მთლიანად კარბონისაა და დამატებითი ჰაერის შემწოვები აქვს. უკან კარბონის ფრთაა. Type Y.5 დისკები 22-ინჩიანია.

Mansory-მ კარბონის დეტალები სალონშიც დაუმატა. ასევე მეტი ტყავი გამოიყენა. დანარჩენი დეტალები კი უკვე კლიენტის სურვილზეა დამოკიდებული.

ატელიეს ფასი არ დაუსახელებია, თუმცა, რა თქმა უნდა, AMG GT63 S E Performance-ის გაძლიერება იაფი არ დაჯდება. ქარხნულის ფასი 196,897 ევროდან იწყება.

 

გაზიარება: