Aa Aa
17 მარტი 2023  |  11:08

Gordon Murray Automotive პირველ T.50 სუპერქარს აწყობს

ეს ავტომობილი მხოლოდ 100 ეგზემპლარად აიწყობა.

T.50-ის ტესტირებების ხანგრძლივი პროცესის შემდეგ, Gordon Murray Automotive შეზღუდული გამოშვების სუპერქარის წარმოებისთვის მზადაა. პირველ ეგზემპლარს, რომელიც იწყობა, ხელი თავად გორდონ მარიმ მოაწერა.

გორდონ მარი ნამდვილი გენიოსია. მის სახელთან ისეთი მანქანების შექმნაა დაკავშირებული, როგორებიცაა McLaren F1 და McLaren SLR-ი.

T.50 სულ 100 ეგზემპლარად აიწყობა და თითოეული მათგანი ხელნაკეთი იქნება. აწყობის პროცესში კომპანია კლიენტების სურვილებს მაქსიმალურად გაითვალისწინებს. ამიტომ, ორი ავტომობილიც კი არ იქნება იდენტური. თითოეულის ფასი £2.36 მილიონი იქნება.

„იმ მომენტიდან, როცა T.50-ის შესახებ განვაცხადეთ, ამ დღეს ველოდი. დიზაინზე და ინჟინერიაზე მუშაობა დიდი თავგადასავალი იყო. პირველი ნაწილი „ლოქდაუნის“ დროს შესრულდა. ავტომობილის წარდგენიდან მხოლოდ 2 წლის და 6 თვის შემდეგ კარბონის მონოკოკის ნახვა ნამდვილად მაგიურია“, - თქვა გორდონ მარიმ პირველ T.50-ზე ხელის მოწერის შემდეგ.

Gordon Murray T.50 მხოლოდ 986 კილოგრამს იწონის. ატმოსფერული, 4.0-ლიტრიანი V12 ძრავა 654 ცხენის ძალასა და 467ნმ-ს გამოიმუშავებს. თუ ეს რიცხვები თქვენთვის საკმარისი არ არის, მაშინ უბრალოდ შეხედეთ მას!

 

გაზიარება: