Aa Aa
17 მარტი 2023  |  10:55

Dodge Charger-ის 20 წლის მძღოლს ციხეში 30 წლის გატარება მოუწევს

Jeep Grand Cherokee-ს მძღოლი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც Dodge-ს 18 წლის მძღოლი წითელზე არ გაჩერდა.

ქუჩაში რბოლა ეგოისტური საქციელია. როცა რაღაც არასწორად მიდის, მხოლოდ ავტომობილები არ ზიანდება. ადამიანების სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება.

20 წლის კაცს ტულსადან ამაზე საფიქრელად ბევრი დრო ექნება, რადგან ციხეში 30 წლის გატარება მოუწევს. ეს სასჯელი Dodge Charger-ის მძღოლს მიგელ რომეროს მიუსაჯეს. მან 2021 წლის ოქტომბერში ქუჩაში რბოლის დროს უდანაშაულო ქალის სიცოცხლე შეიწირა.

ავარიის დროს რომერო 18 წლის იყო. ღამის 2 საათზე ქუჩაში სხვა ავტომობილს ეჯიბრებოდა, როცა წითელზე გაიარა და Jeep Grand Cherokee-ს შეეჯახა, რომელსაც 28 წლის ადრიანა უილიამსი მართავდა. შეჯახების ძალამ ადრიანაც და კიდევ ერთი მგზავრიც ავტომობილიდან გადმოაგდო. Grand Cherokee-ს ცეცხლი წაეკიდა. მძღოლი გარდაიცვალა, მგზავრმა კი სერიოზული დაზიანებები მიიღო.

ეს ამბავი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ქუჩაში რბოლები სულელური და საშიშია. თუ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა გვსურს, ამისთვის დახურული ავტოდრომები არსებობს.

გაზიარება: