Aa Aa
19 მარტი 2023  |  15:25

Mercedes-Benz-მა განახლებული GLA და GLB-Class-ი წარმოგვიდგინა

Mercedes-Benz-ი თავისი კომპაქტური ავტომობილების ხაზს აახლებს.

ბოლო დროს ბრენდმა ხელი GLA-Class-სა და GLB-Class-ის განახლებას მოჰკიდა. განახლებული კომპაქტური კროსოვერები გერმანულმა ავტომწარმოებელმა ამ კვირაში წარმოგვიდგინა. ეს მოდელები მოგვიანებით 2024 წლის მოდელების სახელით გამოვა.

კროსოვერებს განახლებული სტილი, მაილდ ჰიბრიდული აგრეგატი და სალონში დახვეწილი ტექნოლოგიები აქვს.

დიზაინის განახლება წინა ბამპერის შეცვლილ დეტალებს, ახალ დისკებს და სტანდარტულად LED მაშუქებს მოიცავს.

დახვეწილია ინტერიერის დიზაინიც. ცენტრალური კონსოლიდან კონტროლის ღილაკები ძირითადად სენსორულ ეკრანზეა გადატანილი. ახალ საჭეზე ტყავი სტანდარტულია.

მონაცემებისთვის და მულტიმედია სისტემისთვის საერთო 10.3-ინჩიანი ეკრანია. Apple CarPlay დაAndroid Auto სტანდარტულია. აუდიო სისტემა - Burmester.

სტანდარტულ GLA-Class და GLB-Class მოდელებს 2.0-ლიტრიანი ტურბო-4 ძრავა აქვს მაილდ ჰიბრიდული სისტემით. ხელმისაწვდომია წინაწამყვანი და ოთხივეწამყვანი 4Matic მოდელები. გადაცემათა კოლოფი 9-სიჩქარიანი ავტომატიკაა. ძრავა 221 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაილდ ჰიბრიდული სისტემისგან ავტომობილი დამატებით 13 ცხენის ძალას იღებს.

ვისაც მეტი ცხენის ძალა სურს, მათთვის GLA 35 და GLB 35 მოდელებია AMG-სგან. AMG 8-სიჩქარიან ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფსაც გვთავაზობს. GLA 45 2024 წლისთვის არ გამოვა.

Mercedes-ი ელექტრო EQA და EQB ვერსიებზე მუშაობს და მალე წარმოგვიდგენს. ზემოხსენებული მოდელების ფასი კი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

გაზიარება: