აუქციონი, Ferrari, Enzo, Argento Nurburgring 101/C
Aa
Aa

უიშვიათესი ფერის Ferrari Enzo, 230-კმ.-იანი გარბენით, გასაყიდადაა გამოტანილი

Argento Nurburgring 101/C-ის ფერში მხოლოდ 9 Enzo არსებობს.

399 ეგზემპლარად წარმოებული Ferrari Enzo-ს მოდელებში რთულად საპოვნელია წუნდაუდებელი ეგზემპლარი, რომელიც გასაყიდადაა გამოტანილი. თუმცა, ახლა ერთ-ერთი მოდელი კანადაში აუქციონზე გამოდის, მის სანაცვლოდ კი სერიოზული ბრძოლა გაჩაღდება. რატომ? მანქანა პრაქტიკულად ახალია. მის ოდომეტრზე 230 კმ-ია გამოსახული. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ის უიშვიათეს ფერშია შეღებილი.

ეს 2003 წლის Ferrari Enzo Argento Nurburgring 101/C ფერშია შეღებილი (ვიცით, რომ ამ ინფორმაციას არაფერი მოუცია თქვენთვის). მსოფლიოში სულ 9 ასეთი ეგზემპლარი არსებობს, რაც სრული საწარმოო ხაზის 2%-ზე ნაკლებია. მეტიც, მანქანას Cuoio-ს ინტერიერი აქვს, რაც ვერცხლისფერი ეგზემპლარებიდან მხოლოდ ერთს აქვს. 



ეს Enzo, სერიული ნომრით 132663, პირველად იაპონიაში შეიყვანეს. მას შემდეგ მისი არსებობა გასაიდუმლოებული იყო. ავტომობილს მხოლოდ ერთი მფლობელი ჰყავდა და გზაზე გადასაადგილებლად არასდროს დარეგისტრირებულა. ეს გარემოება კი დაბალ გარბენს ხსნის.




შედეგად, მანქანა წუნდაუდებელ მდგომარეობაშია. მას ქარხნული დამცავებიც აკრია. პლასტმასის ხუფები აქვს მუხრუჭისა და აქსელერატორის სატერფულებზე. ნახეთ, როგორ არის შეფუთული გასაღები (გახსენით გალერეა).

მსურველებს ამ ავტომობილის ხელში ჩაგდება 15-17 მარტის აუქციონებზე შეეძლებათ. სავარაუდოდ, ამ ავტომობილის ღირებულება რამდენიმე მილიონი დოლარი იქნება. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 2021 წელს 550 კმ-იანი გარბენის მქონე წითელი Ferrari Enzo 3.8 მილიონ დოლარად გაიყიდა.


თქვენ რა თანხას დათმობდით ამ ავტომობილის სანაცვლოდ?

მსგავსი სიახლეები