Tesla, დრაგი, Model X, Porsche 911 Turbo S, Plaid
Aa
Aa

Tesla Model X Plaid-ი 1 000-ცხენისძალიანი 911 Turbo S-ის წინააღმდეგ

Porsche-ს Model X-თან კონკურენციის გასაწევად მოდიფიცირება ჩაუტარეს.

ეს ამბავი უკვე ყველამ იცის. თუ Tesla-ს მოდელთან Plaid-ი წერია - იქნება ეს Model S თუ Model X - ეს ავტომობილები „დრაგზე“ ჩუმი მტაცებლები არიან. რთულია მოვძებნოთ ავტომობილი, რომელიც ამ ელექტრომობილებს სწორხაზოვან რბოლაში აჯობებს. თუმცა, საინტერესოა როგორ მიიღებს ამ გამოწვევას ეს Porsche 911 Turbo S-ი.

ეს Turbo S-ი ქარხნული არ არის. მანქანას გაუმჯობესებული ტურბინები, გამაგრილებელი და ძრავის კომპიუტერი აქვს. შედეგად, მანქანას საბურავზე 910 ცხენის ძალა აქვს, რაც ძრავაზე 1 000 ცხენის ძალას უდრის. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ეს ქარხნული 640-ცხენისძალიანი ნიშნულიდან დიდი ნახტომია. 3.7-ლიტრიანი ძრავიდან წამოსული სიმძლავრე 8-სიჩქარიანი ორმაგი ქუროს მქონე კოლოფით ოთხივე ბორბალზე ნაწილდება. 

მეორეს მხრივ, Tesla Model X Plaid-ი სრულად ქარხნულია. მისი მძღოლის განკარგულებაში 1 020 ცხენის ძალაა, რომელსაც სამი ელექტრო ძრავა გამოიმუშავებს.

როგორც ხედავთ, ძალთა თანაფარდობა თითქმის თანაბარია. სწორედ ამით აიხსნება პირველი გარბენის „ფოტო ფინიში“. მანქანებმა 402 მეტრის დასრულების ხაზი 225 კმ/სთ-ით გადაკვეთეს. მათ შორის სხვაობა კი 0.08 წამი გახლდათ.

ვინ გაიმარჯვა რბოლაში? გახსენით ზემოთ მიბმული ვიდეო.

მსგავსი სიახლეები