აშშ-ში ავტომობილების ფასი 8.7%-ით შემცირდა
EV-ებისა და მდიდრული კლასის ავტომობილების ფასები კიდევ უფრო შემცირებულია.
გასულ წელს რეკორდულად გაძვირების შემდეგ, მეორადი ავტომობილების ფასები მცირდება. კვლევას iSeeCars-ი ასაჯაროებს. 2023 წლის თებერვალში, 2022 წლის სექტემბერთან შედარებით, ავტომობილის საშუალო ფასი 4.7%-ით არის შემცირებული. წლიდან წლამდე სხვაობა კი 8.7%-ია. კვლევამ 1.8 მილიონზე მეტი ავტომობილი მოიცვა, რომელთა ასაკიც ერთიდან ხუთ წლამდე იყო.
დეკემბრის ნახტომის გამოკლებით, კვლევით მტკიცდება, რომ ფასების კლების ტენდენცია ბოლო ექვს თვეში სტაბილურად შეინიშნება. სექტემბერში მეორადი ავტომობილის საშუალო ფასი 33 368$ იყო, ხოლო თებერვალში 31 815$. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 34 368$ გახლდათ. თუმცა, ხაზგასასმელია, რომ კლების მიუხედავად ამჟამინდელი ფასები, Covid-ის პანდემიამდელ მდგომარეობასთან შედარებით მაინც მაღალია.
თუ უფრო სიღრმისეულად ჩავეძიებით მონაცემებს ვნახავთ, რომ ფასები გარკვეულ მოდელებზე კიდევ უფრო შემცირებულია. მაგალითისთვის, Tesla Model 3-ის ფასები ბოლო 6 თვეში 21.5%-ით არის შემცირებული. თუმცა, ასეთი კლება კომპანიის ახალმა პოლიტიკამაც გამოიწვია, რაც ფასებიც შემცირებას უკავშირდებოდა. 12%-ით შემცირდა Nissan Leaf-ის ფასიც. მისი შიგაწვისძრავიანი ვერსია, Nissan Kicks-ი კი, 13.4%-ით ნალები ღირს.
Infiniti QX80-ის ფასი 22.3 პროცენტით შემცირდა. Nissan Armada-ს სანაცვლოდ მსურველებს 20.3%-ით ნაკლები თანხის გადახდა მოუწევთ. 19.9%-ით დაეცა Land Rover Discovery-ის ფასიც.
საინტერესო ისაა, რომ ფასები გაიზარდა მდიდრული კლასის მოდელებზე. შარშანდელთან შედარებით, Mercedes-Benz S-Class-ი 11.8%-ით გაძვირდა. ამ მხრივ სიაში მომდევნო GLS-Class-ია.