უიშვიათესი, 1989 წლის BMW M3 კაბრიოლეტი 101 000$-ად გაიყიდა
ამ ავტომობილს მექანიკური და კოსმეტიკური რესტავრაცია BMW Group Classic-მა ჩაუტარა.
BMW E30 M3 კაბრიოლეტი უიშვიათესი თანამედროვე სპორტული ავტომობილია. მსოფლიოში სულ 781 ეგზემპლარი არსებობს. ყველა მათგანი ხელით არის გაკეთებული. ახლახან კი ერთ-ერთი გასაყიდად გამოიტანეს. Collecting Cars-ის აუქციონზე ეს ავტომობილი 101 770$-ად გაიყიდა.
ამ 1989 წლის E30-ს 80 407 კილომეტრი აქვს დაფარული. ასაკისთვის ეს გარბენი ძალზედ ცოტაა. ეს ავტომობილის მდგომარეობაზე დადებითად აისახება. თანაც, ახლახან სრული რესტავრაცია BMW Group Classic-მა ჩაიტარა. შედეგად, ეს სპორტული კაბრიოლეტი მექანიკურადაც და ვიზუალურადაც წუნდაუდებელ მდგომარეობაშია.
შეგახსენებთ, რომ E30 M3-ის კაბრიოლეტი 2.3-ლიტრიანი ატმოსფერული 4-ცილინდრიანი ძრავითა და ე.წ. „ძაღლისფეხა“ მექანიკური კოლოფით არის აღჭურვილი. სიმძლავრე ამ ტრანსმისიით უკანა ხიდზე ნაწილდება. კორპუსი Macao Blue Metallic-ის საღებავშია შეღებილი და ტყავის შავი ინტერიერი აქვს.
საინტერესო ისაა, რომ რესტავრაციის ფარგლებში მფლობელმა ძრავის „სვაპი“ მოინდომა. ამ მიზნით, BMW Group Classic-მა BMW M5-ის ძალოვანი აგრეგატი და გადაცემათა კოლოფი მიიღო. თუმცა, მალევე იმავე კომპანიამ S14 ძრავა და ტრადიციული ტრანსმისია დააბრუნა. ამან მანქანის ღირებულებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა.
აუქციონზე ამ M3-ის ხელში ჩასაგდებად ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდა. ამ საკოლექციო მოდელს ბევრი მსურველი გამოუჩნდა. შედეგად ამ წუნდაუდებელი ეგზემპლარის ფასმა 101 000$-ს მიაღწია. შეგახსენებთ, რომ ამ ფასად თქვენ ლიმიტირებული ნაწილებით წარმოებული ახალი M4 კაბრიოლეტი მოგივათ.
თქვენ რა არჩევანს გააკეთებდით ამ ორ ავტომობილს შორის? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.