იტალიურ-გერმანული საოცრება BMW-სგან
Aa
Aa

იტალიურ-გერმანული საოცრება BMW-სგან

არც თუ შორეულ წარსულში ავტომოყვარულებს უამრავი კონცეპტუალური ავტომობილის ნახვის ფუფუნება გვქონდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც საბურავებზე განთავსებულ „სიგიჟეებს“ სიხარულისგან გაფართოებული თვალებით ვუყურებდით. 80-90 წლებში უამრავმა კომპანიამ იტალიურ დიზაინთან კოლაბორაცია გადაწყვიტა და მიღებული შედეგები ლეგენდებად დარჩა. ავტომოყვარულებისთვის ის ფაქტი ახალი არაა, რომ იტალიური საავტომობილო დიზაინი მსოფლიოში პირველი იყო. მათ ავტოსამყაროს არაერთი ხელოვნების ნიმუში დაუტოვეს და სამწუხაროა, რომ დღეს მსგავსი ტენდენცია აღარაა.

1991 BMW Nazca M12 | Supercars.net

1991 წელს BMW-მ არადამახასიათებელი და უჩვეული მოდელი წარადგინა. ეს იყო BMW Nazca M12, მისი დიზაინი ცნობილ Italdesign-ს ეკუთვნოდა და მან მალევე უდიდესი ინტერესი გამოიწვია. ავტომობილის წინა ნაწილის სილუეტში BMW-ს იერსახე იკითხებოდა, მაგრამ დანარჩენში იტალიური ხელი აშკარად იგრძნობოდა. ავტომობილს კარის შუშა Gullwing-ის სტილში ჰქონდა და სახურავი მთლიანად შუშის იყო. Nazca-ს ძარა, მძღოლის და ძრავის კაბინების კონსტრუქციებიც კი კარბონისგან იყო დამზადებული. ავტომობილი 1100 კილოგრამს იწონიდა.

Guide: BMW Nazca M12 Ital Design — Supercar Nostalgia

Nazca M12-ის ძალოვანი აგრეგატები BMW 750-სგან იყო აღებული. 5-ლიტრიან და 12-ცილინდრიან ძრავას 300 ცხენის ძალა ჰქონდა და მას 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი ჰქონდა მიერთებული.

The Fallen StarsBMW Nazca M12 - The Classic Car Trust

M12-ის გამოჩენის შემდეგ Italdesign-მა BMW-ესთან ერთად მალევე ახალი ვერსია წარადგინა, რომელიც კიდევ უფრო დახვეწილი იყო, როგორც დიზაინის კუთხით, ისე ტექნიკურადაც. ამ მოდელს C2 დაარქვეს და მასში BMW-ს ცნობილი სტილი კიდევ უფრო მეტად იყო შესამჩნევი. ამ მოდელში ძრავი 850CSI-სგან აიღეს და ამჯერად BMW-მ თავის პარტნიორ Alpina-ს დახმარება სთხოვა. საბოლოოდ. 380-ცხენისძალიანი ძრავა და 100 კილოგრამით ნაკლები ავტომობილი ვიხილეთ, რომელსაც უკვე 6-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი ჰქონდა.

1991 BMW Nazca M12, 1992 C2 Coupe, 1993 C2 Spider: Concept We Forgot

ეს ავტომობილი სამყაროში მხოლოდ სამი ერთეული არსებობს. სამწუხაროა, რომ Nazca მხოლოდ კონცეპტუალურ მოდელად დარჩა, თუმცა, როგორც მასზე თავიდან ამბობდნენ, „ეს იყო ავტომობილი, რომელმაც დროს ძალიან გაუსწრო.“

მსგავსი სიახლეები