Porsche, 911, Turbo
Aa
Aa

კაცმა თავისი ოცნების Porsche იყიდა, 32 წელი ფარეხში დააყენა და შემდეგ გაყიდა

რეგისტრაციიდან 32 წლის შემდეგ, Porsche 911 Turbo გასაყიდად გამოიტანეს, ხოლო მთელი ეს დრო მისი მფლობელი ავტომობილს არ იყენებდა.

ავტოკოლექციონერები ხშირად ავტომობილებს, როგორც ხელოვნების ნიმუშს ისე ყიდულობენ. შემდეგ კი ისე ყიდიან, რომ მათი მართვისას და გამოყენებისას განცდილ გრძნობებზე არაფერი იციან. მოდელები, რომლებზეც ისინი ბავშვობაზე ოცნებობდნენ მათ ფარეხში დგას. ეს ადამიანები ამ ფაქტით კმაყოფილდებიან. ცხადია, რომ ეგზოტიკური ავტომობილის შენახვით ისინი ფულსაც არ კარგავენ. კლასიკურ ავტომობილებში ინვესტიცია ხომ საკმაოდ მომგებიანია. ამ მანქანების ღირებულება დღითიდღე იზრდება.

დღეს სწორედ ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე მოგიყვებით. სურათზე 1991 წლის Porsche 911 Turbo 3.3-ს ხედავთ. წლოვანების მიუხედავად ეს ავტომობილი ახალია. ოდომეტრზე მხოლოდ 574 კილომეტრია გამოსახული. ამ ავტომობილს 32 წლის განმავლობაში 1 000 კილომეტრიც არ დაუფარავს. 


ეს გარბენიც მანქანას იმიტომ აქვს, რომ მნიშვნელოვანი კომპონენტებისთვის მანქანის მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე, დროულად უტარდებოდა ყველა საჭირო სერვისი. მანქანას სალონში ყველა საჭირო დეტალზე გადასაკრავი აქვს გადაკრული. ასე იდეალური მდგომარეობა იქნა შენარჩუნებული. ეს 911 Turbo წუნდაუდებელ მდგომარეობაშია.

როდესაც ეს ავტომობილი გამოვიდა ის 320 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და 270 კმ/სთ-ის განვითარება შეეძლო. მისი მომავალი მფლობელი კი დარწმუნებული იქნება, რომ მანქანა ამ სიჩქარის განვითარებას ზუსტად ასეთი სიმძლავრით ისევ შეძლებს. ისე კი, 1991 წლისთვის 0-დან 100-მდე 5 წამში აჩქარებაც საოცარი შედეგი იყო. ასეთი მონაცემების გამომუშავებაში 3.3-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ე.წ. „ბოქსერი“ ძრავა მთავარ როლს თამაშობდა.


რამდენად გაიყიდება ეს იდეალური 911 Turbo? ამ კითხვას პასუხი აუქციონზე გაეცემა. მის სანაცვლოდ ნამდვილი ომი დანამდვილებით გაჩაღდება. იქამდე კი გეტყვით, რომ 550-კილომეტრიანი გარბენის მქონე 1991 წლის Porsche 911 Turbo 3.3 2020 წელს 330 000 ევროდ გაიყიდა. დღეს 2023 წელია.

თქვენ რა თანხას დათმობდით ამ ავტომობილის სანაცვლოდ? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები