Ford, Mustang
Aa
Aa

Ford Mustang-ის მძღოლს კარი ღია დარჩა და კედელს შეაჯახა

საწყალ Ford Mustang-ს ახალი კარი სჭირდება.

სანამ ავტომობილით წინ ან უკან გადაადგილებას დაიწყებ, უნდა დარწმუნდე, რომ ყველა კარი დაკეტილია. Ford Mustang-ის მძღოლმა ეს არ გააკეთა და კარი ავტოფარეხის კედელს შეაჯახა.

ამ შემთხვევის ვიდეო Instagram-ზე ატვირთეს. ვიდეოში ჩანს, რომ ვერცხლისფერი, მეექვსე სერიის Mustang-ი უკუსვლით დაბალ სიჩქარეზე მიდის. როგორც ჩანს, მძღოლს კარის დაკეტვა დაავიწყდა.

View this post on Instagram

A post shared by Roque A Ortiz (@roc_nyc)

კარი ჯერ მეტალის მაგიდას ეჯახება და ხმაურს იწვევს, მაგრამ მძღოლი არ ჩერდება და ავტოფარეხის კედელსაც ეჯახება. შუშა არ იმსხვრევა და კარი არ ძვრება, თუმცა, სერიოზულ დაზიანებას იღებს. ზიანდება ბამპერიც.

Ford Mustang-თან დაკავშირებულ ავარიებზე ხშირად ვწერთ. არაფერი პირადული, უბრალოდ ამ ავტომობილების მძღოლები თავს ხშირად იჩენენ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ავტოშოუებს ტოვებენ და თავის მოწონება სურთ ხოლმე.

მსგავსი სიახლეები