აშშ-ს მიტოვებულ ფარეხში 1970 წლის Dodge Charger R/T-ი იპოვეს
მიტოვებულ ფარდულში Oldmobile 442, Plymouth Roadrunner-ი და International Harvester-იც იპოვეს.
აშშ-ში, კერძოდ ინდიანაში, აღმოაჩინეს ფარდული, სადაც Dodge-ის, Oldsmobile-ის და Plymouth-ის კლასიკური მოდელები დგას. ეს ავტომობილები მიტოვებული არ არის. მფლობელი მათ სათანადო ყურადღებას ვერ აქცევს და რესტავრაციას ვერ ახერხებს.
ამ პატარა კოლექციის ვარსკვლავი 1970 წლის Dodge Charger R/T=ია. მანქანას ქარხნული საღებავი და „ვინილები“ აქვს. მგზავრის მხარეს ფრთა შეღუნულია, მაგრამ მთლიანი ექსტერიერი მეტ-ნაკლებად კარგ მდგომარეობაშია. ამას ვერ ვიტყვით ინტერიერზე. ელექტრო შნურები ამოლაგებულია, ხოლო გარკვეულ ადგილებში მანქანას ხალიჩა არ აქვს.
R/T-ის გვერდით 1971 წლის Charger SE ჩანს. მისი ექსტერიერი და ინტერიერი კარგად გამოიყურება. მფლობელის თქმით, მანქანა 6.2-ლიტრიანი V8 ძრავითა და 4-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფით არის აღჭურვილი.
კადრში 1969 წლის Plymouth Roadrunner-იც ჩანს. ამ ავტომობილზე ამერიკული მანქანების მოყვარულები ხომ ოცნებობენ!
ამავე ფარდულში დგას 1968 წელს გამოშვებული Oldsmobile 442-იც. მას ცხაურა აქვს დაკარგული. თუმცა, მისი ზოგადი მდგომარეობა მაინც დამაკმაყოფილებელია. მცირედი მუშაობის შემდეგ მისი გზაზე დაბრუნება სავსებით შესაძლებელია.
სამწუხაროდ, მფლობელი უსახსრობის გამო ავტომობილების რესტავრაციას ვერ ახერხებს. სავარაუდოდ, ეს ავტომობილები მალე აუქციონზე მოხვდება. მათ ხელში ჩასაგდებად კი კოლექციონერებში ნამდვილი ომი გაჩაღდება.