პროექტები, Acura, ჩაძირული ავტომობილები, NSX
Aa
Aa

რა ბედი ეწევა NSX-ს, რომელმაც ბოლო 20 წელი წყალში გაატარა?

ამ ავტომობილის პროექტი დაიწყო, რის ფარგლებშიც უამრავი სასიამოვნო სიურპრიზი გამოჩნდა.

გახსოვთ რამდენიმე კვირის წინ თითქმის განადგურებულ NSX-ზე რომ მოგიყევით? ამ ავტომობილმა ბოლო 20 წელი დიდი მდინარის ფსკერზე გაატარა. ვიღაცამ მის სანაცვლოდ 8 500$ გადაიხადა. ეს Acura NSX-ი Helix Auto Works-მა შეიძინა. ზედმეტსახელად, ლოხ-ნესის მსგავსი ისტორიის გამო, მას LochNSX-იც შეარქვეს. ამ საპროექტო ავტომობილს ძალზედ დიდი მუშაობა სჭირდება. გუნდი კი, რომელიც ამაზე იმუშავებს პირველ ვიდეოებს აქვეყნებს. საწყის ეტაპზე შავი სამუშაო იყო შესასრულებელი.

ეს ავტომობილი შემთხვევით იპოვეს. ამერიკაში, მკვლელობის შემთხვევის გამოძიების ფარგლებში, მყვინთავების გუნდი ერთ-ერთი მდინარის მონაკვეთს ათვალიერებდა. სრულად მოულოდნელად მდინარის ფსკერზე კი ეს Acura აღმოაჩინეს. Helix Auto Works-ი ამ მანქანის შეკეთებით მალევე დაინტერესდა. 

შეძენის შემდეგ NSX-ი სახელოსნოში გადაიტანეს. ადამიანი, რომელმაც ამ მანქანაში 8 500$ გადაიხადა ჯეია. ის ამ Acura-ს მფლობელი და Helix-ის გუნდის ერთ-ერთი წევრია. მან თავისი არხის მაყურებლებისთვის პირველი ვიდეო გამოაქვეყნა.

ვიდეოში ის ამბობს, რომ ერთ დღესაც ეს მანქანა, სრულად ლეგალურად, გზებს დაუბრუნდება. ბიჭებმა ავტომობილი მდინარის წყალმცენარეებისგან გაასუფთავეს. ეს სამუშაო რთულია, თუმცა ენთუზიასტებისთვის ეს გამოწვევა დაუძლეველი არ დარჩება.

მომუშავე გუნდს კაპოტის ქვეშ ცოცხალი ხოჭოებიც დახვდათ. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, NSX-ს ჟანგი არ აქვს. ეს იმის დამსახურებაა, რომ მანქანის კონსტრუქციის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ალუმინისაა. შედეგად, წყალმა მეტალს ვერაფერი დააკლო. NSX-ი ფოლადის რომ ყოფილიყო ის ჯართის უბრალო გროვა იქნებოდა და მეტი არაფერი.

საინტერესოა რას ვიხილავთ მომდევნო ვიდეოებში. CrystalAuto-ს მკითხველებს ამ საინტერესო საავტომობილო პროექტის შესახებ ინფორმაციას დროდადრო აუცილებლად მოგაწვდით.

მსგავსი სიახლეები