ვიდეო: Ferrari-ს პილოტი მისი საათის ქურდებს მისდევს
Aa
Aa

ვიდეო: Ferrari-ს პილოტი მისი საათის ქურდებს მისდევს

Richard Mille-ს საათი $300,000 ღირს.

2022 წლის 18 აპრილს ფორმულა 1-ის Ferrari-ს გუნდის პილოტ შარლ ლეკლერს Richard Mille-ს საათი მოჰპარეს. ეს შემთხვევა 10 საათზე ტოსკანის ქალაქ ვიარეჯიოში მოხდა. ლეკლერკი გულშემატკივრებმა შენიშნეს და მასთან სურათების გადაღება მოისურვეს, რა დროსაც მონეგასკ პილოტს მაჯიდან საათი მოხსნეს.

ქურდები სკუტერით გაიქცნენ. მოგვიანებით კი მათ უკან კროსოვერი გაჰყვა. იტალიურმა პოლიციამ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, როგორ მიყვება მათ უკან შარლ ლეკლერკი თავისი Ferrari 488 Pista-თი.

ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციამ ქურდობაში ბრალდებული ოთხი ადამიანი დააკავა. დაკავებულია ორი ადამიანი, რომლებიც სკუტერზე ისხდნენ. ასევე 39 წლის მამაკაცი და 29 წლის ქალი, რომლებიც მათ კროსოვერით მიყვებოდნენ. ეს ავტომობილი მათ, სავარაუდოდ, ნეაპოლში იქირავეს. დაკავებულების სახლში ორი ძვირადღირებული საათი იპოვეს. ასევე €23,000 ნაღდი ფული.

იმავე ღამეს დაკავებულთაგან ორმა სხვა მამაკაცის ხელიდან €40,000-იანი საათის მოპარვა ცადა, მაგრამ წარუმატებლად. 2021 წელს კი ტურისტს €80,000-იანი საათი მოჰპარეს.

მსგავსი სიახლეები