ვიღაცამ Fiat 500e ნაგვის მანქანად გადააკეთა
Aa
Aa

ვიღაცამ Fiat 500e ნაგვის მანქანად გადააკეთა

ვიღაცამ ნაგვის მანქანად გადაკეთებისთვის რატომღაც პატარა Fiat 500e აირჩია და უკან ურნა დაუყენა.

ავტომობილის აღჭურვილობა ერთი შეხედვით ჩვეულებრივად გამოიყურება. ერთადერთი, რაც ყურადღებას იქცევს უკან მოთავსებული ნაგვის ურნაა.

რატომ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.

Fiat 500e ქალაქში გადაადგილებისთვის კომფორტული ავტომობილია. თუმცა, ვიღაცამ ამ ელექტრო ავტომობილის მსოფლიოში ყველაზე პატარა ნაგვის მანქანად გადაკეთება გადაწყვიტა.

სამწუხაროდ, მხოლოდ 1 სურათი გვაქვს და ბევრს ვერაფერს ვიტყვით. ნომრებით თუ ვიმსჯელებთ, ავტომობილი ნიდერლანდებში უნდა იყოს.

სხვა საკითხია, ფუნქციურია თუ არა ნაგვის ურნა, თუმცა, ერთი შეხედვით გამოყენებადი უნდა იყოს.

სწხვა ნაგვის მანქანებთან შედარებით 500e კარგად გამოიყურება. უკან მოთავსებული ურნა აეროდინამიკაზე ცუდად იმოქმედებდა, მაგრამ საეჭვოა ეს ფაქტი ამ ავტომობილის მფლობელს ადარდებდეს.

500e-ს 24კვ/სთ-იანი ბატარეა აქვს, რომელიც ბოლომდე დამუხტულზე 185კმ-ს გადის, მაგრამ ამ შემთხვევაში ავტომობილის გამძლეობა შემცირდებოდა. უფრო გამძლე ვერსიას 42კვ/სთ-იანი ბატარეა აქვს, რომლითაც 320კმ-ს გადის. იტალიური ბრენდის პირველ ელექტრო ავტომობილს 152 ცხენის ძალა აქვს.

მსგავსი სიახლეები