Acura, NSX
Aa
Aa

მოდიფიცირებული Acura NSX-ი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

ამ 1991 წლის Acura NSX-ს მიმზიდველი ვიზუალი და უამრავი მექანიკური გაუმჯობესება აქვს.

Acura NSX-ი სპორტული ავტომობილების „დიდების დარბაზის“ ერთ-ერთი გამორჩეული წევრია. ამ ავტომობილის ქარხნულ ეგზემპლარებს დღეს საკმაოდ მაღალი ღირებულება აქვს. ამას თავისი მიზეზები აქვს. სხვათა შორის, ჩვენს YouTube არხზე გადაცემა „ავტოპორტრეტის“ პრემიერა სწორედ საქართველოში ერთადერთი NSX-ის გადაღებით შედგა. თუ ეს ვიდეო ჯერ კიდევ არ გინახავთ, მის გახსნას ამ ლურჯ სიტყვებზე ხელის დაჭერით შეძლებთ.

თუმცა, დღეს სურათზე ნაჩვენები NSX-ი უნდა განვიხილოთ, რომლის მსგავსიც დედამიწაზე არ დადის.



ეს ავტომობილი 1991 წლის გამოშვებაა და მის ოდომეტრზე 79 000 კმ-ია გამოსახული. წლოვანების გათვალისწინებით, ეს დაბალ გარბენად ითვლება. ყველაზე მთავარი ამ ავტომობილში ის გაუმჯობესებებია, რაც მფლობელმა მას წლების განმავლობაში ჩაუტარა. ეს NSX-ი მზადაა იმისთვის, რომ ტრეკზე მძღოლს ადრენალინის ჭარბი რაოდენობა მიანიჭოს. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ამ მანქანით ქალაქის ქუჩებში გადაადგილება ნამდვილი ტანჯვა იქნება. 

Facebook Marketplace-ზე გასაყიდად გამოტანილ NSX-ს ორდისკიანი ქურო, ახალი შემშვები/გამშვები სისტემა და გაძლიერებული რადიატორი აქვს. ეს ნიშნავს, რომ 6-ცილინდრიანი აგრეგატი გამძლედ და საიმედოდ მუშაობს. საჭირო მომენტში კი არ აკლია სიმძლავრე. მანქანას გამოარჩევს ვიზუალიც. მოდელი Enkei-ს ულამაზეს დისკებზე და სპორტულ ამორტიზატორებზე დგას. 




მიუხედავად ჩამოთვლილისა, ამ ავტომობილში ყველაზე მთავარი მისი კორპუსის ნაწილებია. ეს დიზაინი და შესრულება Sorcery-ის ეკუთვნის. კორპუსის განიერი ნაწილები გაგანიერებულ ფრთებს, აგრესიულ ბამპერებს, ჰაერის შემშვებ არხებსა და უკანა „სპოილერს“ მოიცავს. ასევე, გაუქმებულია უკანა შუშაც.

ცვლილებებია სალონშიც. ინტერიერი Recaro-ს ანატომიური სავარძლებითა და სპორტული საჭითაა წარმოდგენილი. არაქარხნულია ნავიგაციის სისტემა და ავარიული ამომრთველი.

აღსანიშნია ისიც, რომ მანქანას გეგმური სერვისი დროულად უტარდებოდა. ეს ნიშნავს, რომ NSX-ი საიმედო ხელში იყო.

რა თანხას დათმობდით თქვენ ამ ავტომობილის სანაცვლოდ? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები