საავტომობილო გზები, გმირთა მოედანი
Aa
Aa

გმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებები შედის

როგორც ოფიციალურმა პირებმა სხდომაზე განაცხადეს, დაგეგმილია სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება, გამტარუნარიანობისა და უსაფრთხოების გაზრდა მინიმალური ინფრასტრუქტურული ჩარევით.

„მოგეხსენებათ, გმირთა მოედანი ქალაქის ერთ-ერთი პრობლემური სატრანსპორტო კვანძია, სადაც ბევრი ავტომობილი იყრის თავს და გადაადგილება შეუძლებელია, განსაკუთრებით პიკის საათებში. ამ კვანძის ამჟამინდელი გეგმარებით, რამდენიმე მიმართულების კვეთა ხდება დარეგულირების გარეშე - ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან, ასევე, კოსტავას ქუჩისა და თამარ მეფის გამზირიდან, რაც ართულებს ნაკადების შეუფერხებელ გადაადგილებას. კვანძზე შუქნიშნის ობიექტის მოწყობით, არსებული ნაკადები დაიყოფა, რაც გააუმჯობესებს გამტარუნარიანობას. დაგეგმილი ცვლილებები დადებითად აისახება, როგორც კერძო ავტომობილების, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე თქმით, დაგეგმილ ცვლილებებზე უკვე მომზადდა სიმულაციური მოდელირება, რაც შერჩეული გადაწყვეტის ეფექტურობაზე მიუთითებს. 

წყარო: BM.ge

მსგავსი სიახლეები