გატყორცნილმა საბურავმა Kia Soul-ი ჰაერში აისროლა
Aa
Aa

გატყორცნილმა საბურავმა Kia Soul-ი ჰაერში აისროლა

გიჟურ ვიდეოში ჩანს, რომ Chevrolet Silverado-სგან გამოფრენილი საბურავი

Kia Soul-ს ჰაერში ისვრის.

ვიდეო, რომელიც ავტომობილის კამერაც გადაიღო, „ფორსაჟის“ რეჟისორის დადგმულს ჰგავს.

Chevrolet Silverado ლოს ანჯელესში დატვირთულ მაგისტრალზე გადაადგილდება, როცა საბურავი ძვრება.

გაფრენილი საბურავი Kia Soul-ს ბორბლებში უვარდება და ავტომობილს ჰაერში ისვრის.

Tesla-ს კამერით გადაღებულ ვიდეოში ვხედავთ, რომ მაგისტრალზე ავტომობილები ჩვეულებრივად მოძრაობს, უბრალოდ პიკაპთან ყველაზე ახლოს იმ მომენტში Kia აღმოჩნდა.

Soul-ი ჰაერში ტრიალდება და სახურავზე ეცემა. საბურავი გორვას აგრძელებს, შემდეგ უკან ბრუნდება და ისევ Kia-ს ეჯახება.

Tesla-ს მძღოლი, რომლის ავტომობილმაც ეს ვიდეო გადაიღო, ამტკიცებს, რომ საბურავთან შეჯახებისგან ავტოპილოტმა იხსნა.

თვითმხილველების თქმით, Soul-ის მძღოლი ავტომობილიდან უვნებლად გადმოვიდა, რაც, ამ ვიდეოს გათვალისწინებით ნამდვილი სასწაულია.

მსგავსი სიახლეები